ბიზნეს კონფერენცია თემაზე - „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“

gamocdebis cxriliსაზოგადოებრივმა კოლეჯმა „სპექტრი“ გამართა ბიზნეს კონფერენცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ.

 

კონფერენციის მიზანს წარმოადგენს პროექტის ფარგლებში მიმდინარე პროგრამების „ელექტრიკოსის“, „შემდუღებლის“, „კონდიცირების სისტემის სპეციალისტისა“ და „წყალანირების სისტემის სპეციალისტის“ მიმართულებით მიმდინარე და ახალი პროფესიული პროგრამების დანერგვის პროცესის შესახებ ინფორმაციის მოწოდება წარმოდგენილი ბიზნეს სექტორისთვის, მათი ჩართულობის შესაძლებლობების განხილვა და კოლეჯის გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციის ბოლოს გაფორმდა მემორანდუმი სამშენებლო კომპანია „ანაგსა“ და საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ შორის, რომელის ფარგლებში კოლეჯის პროფესიული სტუდენტები შეძლებენ საწაემოში პრაქტიკის გავლას და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს, საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“, ბიზნეს სექტორისა და პროექტის საერთაშორისო პარტნიორის „Pearson” წარმომადგენლები.

იხილეთ ფოტოალბომი

 

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper