სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ პირველად საფეხურზე ჩარიცხვის მსურველ აპლიკანტთა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებისათვის 2017 წლის საგაზაფხულო რეგისტრაცია იწარმოებს 27 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით, სწავლა ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით - სრულიად უფასოდ!
რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ, როგორც კოლეჯში „სპექტრი“, საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, ასევე შეგიძლიათ გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია სახლიდან გაუსვლელად საიტზე: www.vet.emis.ge
ტესტირება და სწავლის დაწყება
- პრეტესტი ჩატარდება 22 აპრილს;
- მისაღები გამოცდა ჩატარდება 23 აპრილს;
- ტესტირების პასუხი გამოქვეყნდება და არჩევანის ცვლილების შესაძლებლობა აპლიკანტებს შეეძლებათ 24 აპრილიდან 30 აპრილამდე;
- სწავლის დაწყების თარიღი განისაზღვრა 5 ივნისი.
ტესტირების დრო და მისამართი მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე.
საბუთების შემოტანა შეგიძლიათ ყოველდღე 10.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე, შაბათ-კვირის გარდა.
რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთები:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- საბაზო/საშუალო ან დიპლომის ასლი;
- 2 სურათი (3x4);
- რეგისტრაციის ფურცელი (შეგიძლიათ შეავსოთ კოლეჯში, ასევე შეგიძლიათ ამობეჭდოთ):
პროფესიული პროგრამები:
* ყველა პროგრამა ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით - უფასოდ!
ბიზნესის ადმინისტრირება | (საკანცელარიო უნარების ტესტი, ტესტი მათემატიკაში) |
|
|
კომპიუტერინგი/ინფორმატიკა | (საბაზო აკადემიური უნარების ტესტი, ტესტი უცხო ენაში) |
|
|
ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია | (მექანიკურ-სივრცითი უნარების ტესტი, ტესტი მათემატიკაში) |
|
|
მშენებლობა | (მექანიკურ-სივრცითი უნარების ტესტი, ტესტი მათემატიკაში) |
|
|
სატრანსპორტო | (მექანიკურ-სივრცითი უნარების ტესტი, ტესტი მათემატიკაში) |
|
|
გარემოს ინჟინერია და უსაფრთხოება | (მექანიკურ-სივრცითი უნარების ტესტი, ტესტი მათემატიკაში IV საფეხურზე რეგისტრაციის შემთხვევაში - საკითხები მესამე საფეხურზე გავლილი მასალიდან) |
|
|
სახვითი ხელოვნება/დიზაინი | (სივრცითი უნარების ტესტი, ტესტი ხელოვნებაში) |
|
ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ:
პროფესიული ტესტი შედგება პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ტესტისგან. პროფესიული ტესტის თითოეულ ნაწილში, მიუხედავად დავალებების რაოდენობისა (მაგ.: პროფესიული უნარების ტესტში საკანცელარიო უნარები დავალებების რაოდენობა არის 40, ხოლო მაქსიმალური ქულა, რომლითაც ფასდება პროფესიული უნარების ტესტის ნაწილი არის 50; საგნის ტესტში - მაგ: მათემატიკაში დავალებების რაოდენობა არის 35, ხოლო მაქსიმალური ქულა, რომლითაც ფასდება ტესტის ეს ნაწილი არის 50 და ა. შ) განსაზღვრულია მაქსიმალური ქულა - 50. პროფესიული ტესტის ორივე ნაწილის მაქსიმალური ქულა არის 100.
პროგრამაზე ჩასაბარებელი ტესტების ნიმუშები:
• საკანცელარიო უნარების ტესტი.
• საბაზო აკადემიური უნარების ტესტი;
• მექანიკური და სივრცითი უნარების ტესტი;
• სივრცითი და გამოყენებითი ხელოვნება;
სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ საკონტაქტო მონაცემები:
მის.: თბილისი 0168, ბ. ჭიჭინაძის ქ #10 (აფრიკის დასახლება)
კოლეჯთან მიმავალი მარშრუტები:
ავტობუსი:
- №2
რ/ც სადგური - თამარ მეფის გამზირი - გმირთა მ-ნი - ვარაზის ხევი - მელიქიშვილის გამზირი - რუსთაველის გამზირი - თავისუფლების მ-ნი - პუშკინის ქ. - ბარათაშვილის აღმართი - ქეთევან დედოფლის გამზირი - მ/ს ,,სამგორი" - მოსკოვის გამზირი - ქინძმარაულის ქ. - გუმათჰესის ქ. - ჭიჭინაძის ქ. - ენუქიძის ქ.
სამარშრუტო:
- №156 - ვარკეთილის მეტროდან;
- №5 - სამგორის მეტროდან;
- №169 - მეტრო დიდუბიდან;
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
577 900 448; 577 900 414; 577 752 450; 555 20 70 78; 557 98 92 29; 577 752 474
ან მოგვწერეთ: ეს მისამართი დაცულის სპამბოტებისგან. მის სანახავად საჭიროა JavaScript-ის აქტივაცია.
სიახლეების მისაღებად მოიწონეთ გვერდი: