შეხვედრა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის წარმომადგენლებთან

შეხვედრა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის წარმომადგენლებთანათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA-Georgia) პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” (ISWD) პროფესიული განათლების განვითარების საგრანტო პროექტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა გამარჯვებული ორგანიზაციის საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ ხელმძღვანელობასთან.

საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრის“ დირექტორი, მათე ტაკიძე შეხვდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დელეგაციას, რომელიც ვაშინგტონიდან მოკლე-ვადიანი ვიზიტით ესტუმრნენ საქართველოს. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მმართველი დირექტორი ოპერაციების მიმართულებით, კატერინა ტეპი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ადამიანური და საზოგადოების განვითარების დირექტორი, იზაბელა დილლენერი და სხვა მაღალი რგოლის მენეჯერები, გაეცნენ დაფინანსებული პროექტის განხორციელებას. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს აღმასრულებელი რგოლის დირექტორები, ISWD პროექტის წარმომადგენლები და კოლეჯის საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციის, PEARSON-ის და ადგილობრივი დამსაქმებლების წარმომადგენლები. სტუმრებმა ასევე, დაათვალიერეს კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სადაც განლაგებულია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი აუდიტორიები და ლაბორატორიები.

ISWD მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, კოლეჯ „სპექტრში“ შეიქმნება შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო მოდულური პროგრამები და განახლდება არსებული პროგრამები საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებით. ყველა კურსდამთავრებული მიიღებს BTEC-ის საერთაშორისო სერთიფიკატს, რომელიც მათ საშუალებას მისცემს დასაქმდნენ საერთაშორისო ბაზრებზე.

კოლეჯის მიზანია აღნიშნულ პროგრამაში ჩართოს საბაზო და საშუალო განათლების მოსწავლეებიც, შესაბამისად, გრძელდება პროექტის საჯარო წარდგინება დაინტერესებული პირებისათვის სკოლებში. პროგრამაში ჩართვისათვის ასაკობრივი ზღვარი შეუზღუდავია.

აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების განვითარებისათვის საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს უმუშევრობის დაძლევას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.

იხილეთ ფოტოალბომი

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper