მე-7 საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა

მე-7 საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა16-17 თებერვალს განათლების მე-7 საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა გაიხსნა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელაქვამ გახსნა, გამოფენაზე წარმოდგენილნი იყვნენ საქართველოს უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, ჩეხეთიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ლიტვადან, ლატვიადან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, რუმინეთიდან, ჰოლანდიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ირლანდიიდან.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საბაკალავრო, პროფესიული, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები და100-მდე საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად, სტუდენტებს, აბიტურიენტებს და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას, სწავლის დაფინანსების შესაძლებლობებს, სტიპენდიებსა და გრანტებს.

აღნიშნულ ღონისძიებაში, მონაწილეობა მიიღო საზოგადოებრივმა კოლეჯმა „სპექტრმა“, სადაც წარდგენილი ჰქონდა თანამედროვე აღჭურვილობის დანადგარები საინჟინრო და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო მოდულური პროგრამები და განახლდება არსებული პროგრამები საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებით.

„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (MCA&PEM) პროგრამის ფარგლებში, Pearson-ის ექსპერტებთან ერთად IV-V საფეხურის ახალი მიმართულებები შემუშავდება შემდეგი მიმართულებებით: ელექტრიკოსი, შემდუღებელი (ცივი შედუღება), ვენტილაცია, კონდიცირება, გათბობა, მიწისქვეშა კომუნიკაციები და წყალანირება.

ყველა კურსდამთავრებული მიიღებს BTEC-ის საერთაშორისო სერთიფიკატს მსოფლიო ბაზარზე დასაქმებისთვის.

აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების განვითარებისათვის საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს უმუშევრობის დაძლევას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.

იხილეთ ფოტოალბომი

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper