დუალური განათლების წარმატებული მაგალითი - ავეჯის კონსტრუირების სპეციალობა

დუალური განათლების წარმატებული მაგალითი - ავეჯის კონსტრუირების სპეციალობასაზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრსა“ და „ხელოსანთა ქალაქს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში კოლეჯის "სპექტრი“ ორგანიზებით "ხელოსნების ქალაქში“ სახელმწიფო დაფინანსებით განხორციელდა პროგრამა - ავეჯის აწყობა კონსტრუირების დარგში, წარჩინებულთათვის გათვალისწინებული იყო დასაქმება, მინიმალური ხელფასით - 1200 ლარი.

აღნიშნული პროგრამის გავლის შემდგომ ამავე ორგანიზაციაში, ამ ეტაპისთვის უკვე დასაქმებულია 16 სტუდენტი და სტაჟირებაზე იმყოფება კიდევ რამდენიმე სტუდენტი, რომლებიც მომავალი წლიდან დასაქმდებიან. სტუდენტებს შორის ყველაზე მცირე ასაკის - 17, ხოლო ყველაზე ასაკოვანი 70 წლის კურსდამთავრებული დასაქმდა.

სახელმწიფომ, პროფესიულმა სასწავლებელმა და უშუალოდ დამსაქმებელმა ორგანიზაციამ „ხელოსანთა ქალაქში“ სტუდენტებისათვის შექმნა საშუალება, მიეღოთ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა და უნარ-ჩვევები უშუალოდ დამსაქმებელ ორგანიზაციაში, შესაბამისად გაიზარდა დასაქმების შესაძლებლობები და სტუდენტები გახდნენ კონკურენტუნარიანი კადრები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ინიციატივით, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით, დაიწყო პროექტი „365 გამარჯვება“, რომელშიც ასევე შევიდა აღნიშნული ინფორმაცია.

ასევე იხილეთ ფოტოალბომი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდიდან

დუალური განათლების წარმატებული მაგალითი - ავეჯის კონსტრუირების სპეციალობა

დუალური განათლების წარმატებული მაგალითი - ავეჯის კონსტრუირების სპეციალობა

დუალური განათლების წარმატებული მაგალითი - ავეჯის კონსტრუირების სპეციალობა

დუალური განათლების წარმატებული მაგალითი - ავეჯის კონსტრუირების სპეციალობა

დუალური განათლების წარმატებული მაგალითი - ავეჯის კონსტრუირების სპეციალობა

დუალური განათლების წარმატებული მაგალითი - ავეჯის კონსტრუირების სპეციალობა

დუალური განათლების წარმატებული მაგალითი - ავეჯის კონსტრუირების სპეციალობა

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper