ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „პროფესიული განთლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ აგრძელებს სკოლებში ვიზიტს პროფორიენტაციის მიზნით, დასაწყისისთვის შეხვედრები 40-მდე სკოლაში განხორციელდება.
ამ ეტაპისთვის კოლეჯი „სპექტრი“ ქ. თბილისის 94-ე საჯარო სკოლას ესტუმრა. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ ღონისძიებაში და სწავლის სურვილი გამოთქვეს, არამხოლოდ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ პროგრამებზე, არამედ მიმდინარე პროგრამებზეც, რომელზეც საგაზაფხულო მიღება აპრილის თვიდან დაიწყება.
„პროფესიული განთლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (MCA&PEM) არის პროექტი, რომელსაც ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, რომლის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ გახდა.
კოლეჯის მიზანია აღნიშნულ პროგრამაში ჩართოს საბაზო და საშუალო განათლების მოსწავლეებიც და განახორციელოს საჯარო წარდგინება დაინტერესებული პირებისათვის სკოლებში. ამასთან, პროგრამაში ჩართვისათვის ასაკობრივი ზღვარი შეუზღუდავია.
პროგრამის ფარგლებში, Pearson-ის ექსპერტებთან ერთად IV-V საფეხურის ახალი მიმართულებები შემუშავდება შემდეგი მიმართულებებით: ელექტრიკოსი, შემდუღებელი (ცივი შედუღება), ვენტილაცია, კონდიცირება, გათბობა, მიწისქვეშა კომუნიკაციები და წყალანირება.
ყველა კურსდამთავრებული მიიღებს BTEC-ის საერთაშორისო სერთიფიკატს მსოფლიო ბაზარზე დასაქმებისთვის.
აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების განვითარებისათვის საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს უმუშევრობის დაძლევას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.