”სპექტრში” ბიზნეს ფორუმი ჩატარდა

ღია კარის დღესაქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და კოლეჯი "სპექტრის" ორგანიზებით ჩატარდა ბიზნეს ფორუმი, სტრატეგიული გეგმისა და სამომავლო პროექტების პრეზენტაცია, რომელიც გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ. შეხვედრას ესწრებოდა 50-მდე კომპანია.

მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამომავლო გეგმებზე, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებიაზე და სერტიფიცირებაზე, უპასუხა კომპანიების დირექტორთა შეკითხვებს.

ასევე სიტყვით მიმართა ბიზნესმენებს დასაქმების მინისტრმა პაატა ტრაპაიძემ და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ.

ასეთი სახის შეხვედრები კოლეჯში რეგულარულად გაიმართება.

”სპექტრში” ბიზნეს ფორუმი ჩატარდა

”სპექტრში” ბიზნეს ფორუმი ჩატარდა

 

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper