რეგისტრაცია უფასო სახელმწიფო პროგრამაზე!

ინფორმაცია რეგისტრაციის მსურველთათვის!სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, საზოგადოებრივი კოლეჯი "სპექტრი", ხელოსნების ქალაქში, გთავაზობთ „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების“ უფასო სახელმწიფო პროგრამას - ავეჯის აწყობა კონსტრუირების დარგში, სწავლება ხორციელდება სრულიად უფასოდ, ხელოსანთა ქალაქი წარჩინებულთათვის უზრუნველყოფს დასაქმებას, მინიმალური ხელფასით - 1200 ლარი.

რეგისტრაციის დრო და ადგილი

რეგისტრაცია იწარმოებს 23 სექტემბრის ჩათვლით, სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ სერვის ცენტრებში საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად (მისამართები იხილეთ ქვემოთ).

პროგრამის ხანგრძლივობა

სამუშაოს მაძიებლები გაივლიან მოკლევადიან კურსს, რომლის ხანგრძლივობაა - 2 თვე და სწავლის პროცესი ჩატარდება „ხელოსანთა ქალაქი“-ს ბაზაზე.

პროექტში ჩართვის წინაპირობა

სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ შრომისუნარიან მოქალაქეს, რომელსაც 16 წელი შეუსრულდა და სურს დაეუფლოს მოთხოვნადი პროფესიებიდან ერთ-ერთს.

წარსადგენი დოკუმენტაცია:

რეგისტრანტმა სერვის ცენტრში უნდა წარადგინოს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,
  • განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი

დაინტერესებული მოქალაქეების მომზადება-გადამზადება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევის შედეგად გამოვლინილ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სპეციალობაში.

ამ პროგრამით სახელმწიფო, პროფესიული სასწავლებელი და უშუალოდ დამსაქმებელი ორგანიზაცია „ხელოსანთა ქალაქი“ სამუშაოს მაძიებელთათვის ქმნის დამატებით საშუალებას, მოკლე დროში მიიღონ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაფერისი უნარ-ჩვევები ამა თუ იმ პროფესიაში, იმისათვის, რომ გაზარდონ დასაქმების შესაძლებლობები და გახდნენ კონკურენტუნარიანი კადრები.

საკონტაქტო ინფორმაცია:

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ 240 16 87; 245 63 63 ან მოგვწერეთ

ეს მისამართი დაცულის სპამბოტებისგან. მის სანახავად საჭიროა JavaScript-ის აქტივაცია. ;

www.facebook.com/spectri;

www.spectri.org

სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრები:

  • ისანი-სამგორის სერვის ცენტრი
    მისამართი: მოსკოვის გამზირი №25, ქ. თბილისი;
    ტელ.: (0 32) 2 71 01 28;
  • გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრი
    მისამართი: დ. სარაჯიშვილის გამზირი №1, ქ. თბილისი;
    ტელ: (0 32) 2 62 33 69; 2 62 33 68.
  • დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრი
    მისამართი: დ. აღმაშენებლის გამზირი №140ა, ქ. თბილისი;
    ტელ: (0 32) 2 94 24 98; 2 94 31 03.
  • ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრ
    მისამართი: მიცკევიჩის ქ. №23, ქ. თბილისი;
    ტელ.: (0 32) 2 37 17 39; 2 37 19 04; 2 37 19 21; 2 37 19 26.
  • ძველი თბილისის სერვის ცენტრი
    მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. №47/57.

სხვა რაიონის სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრის მოსაძებნად გადადით ბმულზე:

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მომსახურების ოფისი

თბილისი, ი. ჯავახიშვილის ქ. 51ბ

ცხელი ხაზი: 15 05

 

 

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper