რეგისტრაცია დაიწყო!

ინფორმაცია რეგისტრაციის მსურველთათვის!სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ პირველად საფეხურზე ჩარიცხვის მსურველ აპლიკანტთა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებისათვის 2016 წლის საშემოდგომო რეგისტრაცია იწარმოებს 3 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით.

 

რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ, როგორც კოლეჯში „სპექტრი“, ასევე საგანმანათლებლო რესურსცენტრებში

  • პრეტესტი ჩატარდება 29 ოქტომბერს
  • მისაღები გამოცდა ჩატარდება 30 ოქტომბერს
  • ტესტირების პასუხი გამოქვეყნდება 8 ნოემბერს
  • სწავლის დაწყების თარიღი განისაზღვრა 21 ნოემბერს

ტესტირების დრო და მისამართი მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე.

საბუთების შემოტანა შეგიძლიათ ყოველდღე 10.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე, შაბათ-კვირის ჩათვლით.

რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი საბუთები:

რეგისტრაციის მსურველებმა იხილეთ პროგრამები. (შესაძლებელია მოხდეს ცვლილება ჩამონათვალში):

  • ყველა პროგრამა ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით (უფასოდ).
დარგიპროგრამის დასახელებასწავლის ხანგრძლივობატესტები, რომელიც უნდა ჩააბაროს აღნიშნულ პროგრამაზე აპლიკანტმა
ბიზნესის ადმინისტრირება ბუღალტერი 6 თვე საკანცელარიო უნარების ტესტი ტესტი მათემატიკაში
ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი) 8 თვე
კომპიუტერინგი/ ინფორმატიკა კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი 7 თვე საბაზო აკადემიური უნარების ტესტი ტესტი უცხო ენაში (არჩევით)
ინტერნეტტექნოლოგი 8 თვე
ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია ელექტრიკოსი 8 თვე მექანიკურ-სივრცითი უნარების ტესტი ტესტი მათემატიკაში
ელექტრონული და ციფრული ხელსაწყოების დიაგნოსტიკოს-შემკეთებელი 8 თვე
მშენებლობა შემდუღებელი 7 თვე
კალატოზი 4 თვე
მეფილე-მომპირკეთებელი 5 თვე
მებათქაშე 4 თვე
მღებავი 6 თვე
★ ზეინკალ-სანტექნიკოსი (მოდულური) 13 თვე
თაბაშირმუყაოს სპეციალისტი 6 თვე
საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებელ-ტექნიკოსი 8 თვე
ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემის მემონტაჟე 6 თვე
სატრანსპორტო სავალი ნაწილის ტექნიკოსი 8 თვე
ძრავის შემკეთებელი 8 თვე
ავტომობილის ზეინკალი 8 თვე
მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) 8 თვე
სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია დურგალი 8 თვე
გარემოს ინჟინერია და უსაფრთხოება სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი (III საფეხური) 7 თვე
სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი (IV საფეხური) 8 თვე საკითხები მესამე საფეხურზე გავლილი მასალიდან
სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი (V საფეხური) 8 თვე საკითხები მეოთხე საფეხურზე გავლილი მასალიდან
გარემოს დაცვის ტექნიკოსი (III საფეხური) 8 თვე მექანიკურ-სივრცითი უნარების ტესტი ტესტი მათემატიკაში
გარემოს დაცვის ტექნიკოსი (IV საფეხური) 8 თვე საკითხები მესამე საფეხურზე გავლილი მასალიდან
გარემოს დაცვის ტექნიკოსი (V საფეხური) 8 თვე საკითხები მეოთხე საფეხურზე გავლილი მასალიდან
მეცნიერება/ საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი ტოპოგრაფი 8 თვე მექანიკურ-სივრცითი უნარების ტესტი ტესტი მათემატიკაში
ხელოვნება/დიზაინი ხის მხატრული დამუშავების სპეციალისტი 8 თვე სივრცითი უნარების ტესტი ტესტი ხელოვნებაში
სახვითი ხელოვნება მძერწავი 6 თვე

 

ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ:

პროფესიული ტესტი შედგება პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ტესტისგან. პროფესიული ტესტის თითოეულ ნაწილში, მიუხედავად დავალებების რაოდენობისა (მაგ.: პროფესიული უნარების ტესტში საკანცელარიო უნარები დავალებების რაოდენობა არის 40, ხოლო მაქსიმალური ქულა, რომლითაც ფასდება პროფესიული უნარების ტესტის ნაწილი არის 50; საგნის ტესტში - მაგ: მათემატიკაში დავალებების რაოდენობა არის 35, ხოლო მაქსიმალური ქულა, რომლითაც ფასდება ტესტის ეს ნაწილი არის 50 და ა. შ) განსაზღვრულია მაქსიმალური ქულა - 50. პროფესიული ტესტის ორივე ნაწილის მაქსიმალური ქულა არის 100.

 

პროგრამაზე ჩასაბარებელი ტესტების ნიმუშები:

• საკანცელარიო უნარების ტესტი.

• ტესტი მათემატიკა;

• საბაზო აკადემიური უნარების ტესტი;

• უცხოური ენები;

• მექანიკური და სივრცითი უნარების ტესტი;

• სივრცითი და გამოყენებითი ხელოვნება;

• სივრცითი უნარების ტესტი;

 

კოლეჯთან მიმავალი მარშრუტები:

ავტობუსი:

  • №2 --- რ/ც სადგური - თამარ მეფის გამზირი - გმირთა მ-ნი - ვარაზის ხევი - მელიქიშვილის გამზირი - რუსთაველის გამზირი - თავისუფლების მ-ნი - პუშკინის ქ. - ბარათაშვილის აღმართი - ქეთევან დედოფლის გამზირი - მ/ს ,,სამგორი" - მოსკოვის გამზირი - ქინძმარაულის ქ. - გუმათჰესის ქ. - ჭიჭინაძის ქ. - ენუქიძის ქ.

სამარშრუტო:

  • №156 - ვარკეთილის მეტროდან;
  • №5 - სამგორის მეტროდან;
  • №169 - მეტრო დიდუბიდან;

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

245 63 63 (123); 240 16 87 ან მოგვწერეთ ეს მისამართი დაცულის სპამბოტებისგან. მის სანახავად საჭიროა JavaScript-ის აქტივაცია.

სიახლეების მისაღებად მოიწონეთ გვერდი:www.facebook.com/spectri .

გისურვებთ წარმატებას!

 

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper