საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრსა “ და „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია პროფესიული კოლეჯების ხელშეწყობა, პროფესიული განათლების განვითარება, დასაქმების მაჩვენებლისა და კერძო სექტორის როლის გაზრდა და შრომის ბაზრის უზრუნველყოფა პროფესიონალი კადრებით.
მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება შესაბამისი დარგის ექსპერტების მოწვევა, კოლეჯის მასწავლებელთა/სტუდენტთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და სიახლეების დანერგვის მიზნით. განხორციელდება ერთობლივი პროექტები, რაც ხელს შეუწყობს ორივე ორგანიზაციის განვითარებას. მხარეებმა მოთხოვნის შესაბამისად, შესაძლებელია ერთობლივად უზრუნველყონ საგანმანათლებლო პროგრამების (გადამზადება) შემუშავება, სპეციალისტთა გადამზადება, მასწავლებელთა მომზადება და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა.
კომპეტენციის ფარგლებში ასოციაცია ხელს შეუწყობს კოლეჯის კურსდამთავრებულების დასაქმებასა და პროფესიულ კარიერულ წინსვლას“.