საზოგადოებრივ კოლეჯში “სპექტრი” რეგისტრაციის ფრაგლებში გაიმართა შეხვედრა ინკლუზიური პროფესიული განათლების მიმართულებით. შეხვედრაზე წარმოდგენილნი იყვნენ: ორგანიზაცია „ხელი ხელს“, ასოციაცია „ანიკა“, არასამთარობო ორგანიზაცია „მზის შვილები“, არასამტავრობო ორგანიზაცია „აისი“, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის საქართველოს კომიტეტი "ოტავა–98", სსიპ ქალაქ თბილისის 131-ე საჯარო სკოლა.
ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივა, რომელიც ხორციელდება საქართველოს მასშტაბით რამოდენიმე სასწავლებელში ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს დაფინანსებითა და ხელშეწყობით. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ინკლუზიური პროფესიული განათლების დანერგვას და სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას, პოპულარიზაცია გაუწიოს დასაქმების თანაბარი უფლების აღიარებას და უზრუნველყოფას, ხელი შეუწყოს სსსმ/შშმ პირის ტრანზიციის პროცესს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემიდან პროფესიული განათლების სისტემის გავლით დასაქმების ბაზრამდე.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია, რომელიც წარადგინეს კოლეჯის „სპექტრი“ ინკლუზიური განათლების სპეციალისტებმა.
შეხვედრაზე საუბარი იყო კოლეჯში “სპექტრი” მიმდინარე რეგისტრაციის შესახებ. სსსმ/შშმ პირებისათვის კოლეჯი ადაპტირებულია შესაბამისი გარემოთი. აპლიკანტი ხდება უფლებამოსილი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი აქტივობის პრაქტიკული მოსინჯვის გზით. შეხვედრა გაიმართა დიალოგის რეჟიმში და ამ დროისათვის დარეგისტრირებულია 6 შშმ/სსსმ პირი.