გაფორმებული მემორანდუმის თანახმად სარემონტო კომპანია ,,Rooms’’-ი ,,სპექტრის’’ სტუდენტებს კომპანიის სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებზე გაატარებს სტაჟირებას, ხოლო საუკეთესო სტუდენტებს დაასაქმებს. ასევე, კომპანიაში მომუშავე პერსონალი, უფასოდ - სახელმწიფოს დაფინანსებით, ,,სპექტრში’’ გაივლის სასაწავლო კურსებს, შეისწავლის სარემონტო და სამშენებლო პროფილის სპეციალობებს და მიიღებს შესაბამის დიპლომს.
საზოგადოებრივ კოლეჯ ,,სპექტრსა’’ და სარემონტო კომპანია ,,Rooms’’-ს შორის გაფორმებული ურთიერთთნამშრომლობის მემორანდუმი თვალსაჩინო მაგალითია კერძო სექტორსა და სახელწიფოს შორის აქტიური თამანშრომლობის, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიული კადრების გადამზადებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.