საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ გილოცავთ შობა-ახალ წელს!
„საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრისთვის“ ეს წელი სიახლეებითა და აქტივობებით აღსავსე იყო, კოლეჯი ლიდერია საქართველოში სამშენებლო და ეკოლოგიური მიმართულების სპეციალისტების მომზადებაში, აქ განათლებას ეუფლებიან როგორც საბაზო განათლების, ასევე, უმაღლესი განათლების მქონე პირები.
კოლეჯი ქმნის შესაძლებლობას, ნებისმიერმა ადამიანმა მიიღოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლება ან გადაემზადოს მოქნილი მოკლევადიანი ინტენსიური სწავლების მეთოდით და წარმატებით იპოვოს თავისი ადგილი, დასაქმდეს როგორც თავის ქვეყანაში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ, გახდეს კონკურენტუნარიანი, მოტივირებული და დაგეგმოს თავისი მომავალი.
„სპექტრის“ სამომავლო პერსპექტივას განაპირობებს და განსაზღვრავს სწორი მენეჯმენტი, სასწავლო პროგრამების მუდმივი განვითარება, კვალიფიციური პედაგოგები და მათი პერიოდული გადამზადება, თანამედროვე და ინოვაციური პროექტები, მდიდარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ახალი სტანდარტები, რაც დააჩქარებს საქართველოს პროფესიული სწავლების ინტეგრაციის პროცესს საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემასთან, რომელიც გულისხმობს ერთობლივი სასწავლო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელებას დასავლეთის წამყვან პროფესიულ სასწავლებლებთან. ამ წლისათვის გაუმჯობესდა და დაიხვეწა სასწავლო სილაბუსები და გეგმები, განახლდა სასწავლო სახელმძღვანელოები, გადამზადდნენ პროფესიული მასწავლებლები. კოლეჯი ჩართულია და აქტიურად თანამშრომლობს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან მოდულური პროგრამების დანერგვაში.
2015 წლის განმავლობაში პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის სამსახურის მიმართულებით, მუშაობის გაუმჯობესების მიზნით, დაიგეგმა და განხორციელდა არაერთი აქტივობა.
კოლეჯმა „სპექტრმა“ არაერთი მნიშვნელოვანი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, სტუდენტთა დასაქმება- სტაჟირების და გადამზადების კუთხით. მოთხოვნილების შესაბამისად, კოლეჯი „სპექტრი“ და კერძო სექტორის წამომადგენლები ერთობლივად უზრუნველყოფენ საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, სპეციალისტთა გადამზადებას, პედაგოგთა მომზადებასა და პროგრამების დანერგვას.
ამ შეთანხმებებით პარტნიორებთან სსიპ საზოგადოებრივმა კოლეჯმა ”სპექტრმა” 2015 წლის მდგომარეობით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, 2014-2015 წლისათვის საწარმოო პრაქტიკა/სტაჟირება გაიარა 23-მა პროფესიული პროგრამის სტუდენტებმა 60 კერძო კომპანიაში. სოციალურ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა კერძო სექტორის ჩართულობა კოლეჯის საქმიანობაში, 2015 წლის მდგომარეობა ადასტურებს კოლეჯის მიერ დასახული სოციალური პარტნიორების განვითარების მიზნის მიმართულებით განვითარებულ პროგრესს;
2012 წლიდან სულ მცირე 10-%-ით გაიზარდა სოციალური პარტნიორების ჩართულობა კოლეჯის საქმიანობაში. კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად გაიზარდა კურსდამთავრებულთა დასაქმება. 2015 წლის მდგომარეობა ადასტურებს, რომ კურსდამთავრებულთა დასაქმების წლიური მაჩვენებელი 2013 წლიდან სულ მცირე 15-20%-ით გაიზარდა და, დღეის მდგომარეობით, 70% პროცენტს აღწევს.
კოლეჯი 2013 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროსთან ინკლუზიური სწავლების დანერგვისა და განხორციელების მიმართულებით. შექმნილია ადაპტირებული გარემო და მიმდინარეობს ინკლუზიური განათლება.
2013-2015 წლებში ჩაირიცხა 28 სსსმ/შშმ სტუდენტი, ამჟამად საზოგადოებრივ კოლეჯ “სპექტრში” პროფესიულ განათლებას ეუფლება 7 სტუდენტი. კოლეჯის ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტი დასაქმდა საზოგადოებრივ კოლეჯ “სპექტრში” სტუდენტთა სერვისის კოორდინატორის პოზიციაზე, რომელიც წარმატებულად და გულდასმით უძღვება მისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს.
მიმდინარეობს მთლიანი შენობის, კოლეჯის საერთო საცხოვრებლისა და სახელოსნოების რეაბილიტაცია. კოლეჯისათვის მნიშვნელოვანია ჩართულობა სხვადასხვა პროექტში და კვლავ განაგრძობს, იყოს მოთხოვნადი და წარმატებული სასაწავლებელი“, – აღნიშნულია კოლეჯის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში.
საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ მოქალაქეებს ნაყოფიერ 2016 წელს უსურვებს.
იხ. სტატია საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალზე „კვირა“