სტაჟირებისა და დასაქმების ფორუმი

სტაჟირებისა და დასაქმების ფორუმისსიპ "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" ორგანიზებით პროექტ „პროფესიული სამყაროს“ ფარგლებში სტაჟირებისა და დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელშიც საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ იყო წარდგენილი.

ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად დაესწრო.

ფორუმის მიზანია ახალგაზრდების დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობა-პოპულარიზაცია.

ღონისძიებაში კერძო და საჯარო სექტორიდან 40-ზე მეტი ორგანიზაცია მონაწილეობდა. მათ წარმოადგინეს ვაკანსიები სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით. მაგალითად, IT ინჟინერია, ბიზნეს ადმინისტრირება, გაყიდვების მენეჯერი, მარკეტინგის მენეჯერი და ა.შ.

დასაქმების ფორუმში სხვადასხვა უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, მაგისტრანტები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ. ისინი ადგილზე გაეცნენ შეთავაზებულ ვაკანსიებს და სასურველ პოზიციებზე საკუთარი მონაცემები დაარეგისტრირეს. მე-2 ეტაპზე დამსაქმებლები თავად შეარჩევენ კანდიდატებს, რომლებიც წარმოდგენილ ვაკანტურ ადგილებს დაიკავებენ.

სტაჟირებისა და დასაქმების ფორუმი

სტაჟირებისა და დასაქმების ფორუმი

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper