შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებასაზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ სტუდენტებისა და სტუდენტთა სერვისის კოორდინატორის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, ეს დღე საქართველოში რამდენიმე წელია აღინიშნება. საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრში“ უკვე ორი წელია, რაც შექმნილია ადაპტირებული გარემო და მიმდინარეობს ინკლუზიური განათლება.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კოლეჯის სტუდენტებმა: სერგეი ზელნიკოვმა და ლუკა მანაგაძემ, ასევე შედგა ანსაბლის "მომავალი თაობა იმედი" წარდგინება, რომელსაც კოლეჯის კურსდამთავრებული ქორეოგრაფი მარიამ ბიძინაშვილი უძღვებოდა.

ანსამბლის "მომავალი თაობა იმედი" დამფუძნებელია გოორგი ლიპარიშვილი, რომელსაც ამ დროისთვის უძღვებიან გიორგი ლიპარიშვილი და მარიამ ბიძინაშვილი. ანსამბლი მოღვაწეობს 2012 წლიდან. სხვა მრავალ ჯილდოსთან ერთად აღებული აქვს 2 ოქროს მართვე, 2012-2013 წლებში, მონაწილეობა მიღებული აქვს მრავალ კონკურსში.

ღონისძიებას უძღვენოდა სტუდენტთა სერვისის კოორდინატორი ნათია ლუკავა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper