საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ დირექტორი მათე ტაკიძე უკრაინაში, ქალაქ ლვოვში, საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ) პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების ზრდას, ახალგაზრდებისათვის ორგანიზაციებში პრაქტიკისა და დასაქმების ხელშეწყობას და დამსაქმებელთა მოტივაციის ამაღლებას.
პროექტის ძირითადი მიზანია კურსდამთავრებულების პრაქტიკული ცოდნისა და უნარების განვითარება და მათი სტაჟირება ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ.
პროექტი მოიცავს სოფლის მეურნეობის, საინჟინრო, მრეწველობის, კომპიუტერინგისა და ენერგეტიკის მიმართულებებს. ასევე, კანდიდატებს შეეძლებათ მონაწილეობის მიღება სტიპენდიის პროგრამაში.