პროფესიული ტესტირება ჩატარდება 11 ოქტომბერს 09:00 საათიდან. პრეტესტი ჩატარდება 10 ოქტომბერს 09:00 საათიდან. პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
პროფესიული ტესტირებისათვის საგამოცდო ბარათები გაიცემა 6 ოქტომბრიდან პროფესიულ კოლეჯებში, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს სასწავლებლებში, საგანამანათლებლო რესურცენტრებსა და საინფორმაციო ცენტრებში.
ბარათზე მითითებული იქნება:
- აპლიკანტის პირადი ინფორმაცია;
- რეგისტრაციის დრო;
- საგამოცო ცენტრის მისამართი.
საგამოცდო ბარათის მისაღებად თან იქონიეთ: სარეგისტრაციო ფურცელი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ბარათისა და პირადობის მოწმობის გარეშე აპლიკანტი გამოცდაზე არ დაიშვება.
პროფესიული ტესტი შედგება პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ტესტისგან. პროფესიული ტესტის თითოეულ ნაწილში, მიუხედავად დავალებების რაოდენობისა (მაგ.: პროფესიული უნარების ტესტში საკანცელარიო უნარები დავალებების რაოდენობა არის 40, ხოლო მაქსიმალური ქულა, რომლითაც ფასდება პროფესიული უნარების ტესტის ნაწილი არის 50; საგნის ტესტში - მაგ: მათემატიკაში დავალებების რაოდენობა არის 35, ხოლო მაქსიმალური ქულა, რომლითაც ფასდება ტესტის ეს ნაწილი არის 50 და ა. შ) განსაზღვრულია მაქსიმალური ქულა - 50. პროფესიული ტესტის ორივე ნაწილის მაქსიმალური ქულა არის 100.
2015 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული პროფესიული ტესტირების საფუძველზე ვაუჩერული დაფინანსების მოპოვების მიზნით პროფესიულ ტესტირებაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფისთვის განსაზღვრული ჯამური მაქსიმალური ქულის 25 %-ს.
გისურვებთ წარმატებას!