ხარისხის მართვის ევროპული ფონდის EFQM „გზა სულყოფილებისაკენ“ მოდელის განხორციელების ფარგლებში 2015 წლის 9 სექტემბერს სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯს „სპექტრი“ ეწვია ხარისხის მართვის ევროპული ფონდის EFQM ექსპერტი ქალბატონი სუზან კადტშმიდტი და ამავე ფონდის ვალიდატორთა ჯგუფი.
ვალიდატორების დასკვნის საფუძველზე სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ ორმა პირადმა და ერთმა საერთო გაუმჯობესების პროექტმა წარმატებით გაიარა ვალიდაცია EFQM სრულყოფის დონის პირველი საფეხურზე და მიიღო EFQM სრულყოფაზე ორიენტირების აღიარება, რის საფუძველზეც ნოემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ დაჯილდოვდება ხარისხის მართვის ევროპული ფონდის EFQM „გზა სულყოფილებისაკენ“ მოდელის სერთიფიკატით.