რეგისტრაცია დაიწყო!

ინფორმაცია რეგისტრაციის მსურველთათვის!სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ პირველად საფეხურზე ჩარიცხვის მსურველ აპლიკანტთა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებისათვის 2015 წლის საშემოდგომო რეგისტრაცი აიწარმოებს 14 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით.

 

ღია კარის დღე საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ გაიმართება 25 სექტემბერს 12:00 საათზე;

პროფესიული ტესტირება ჩატარდება 11 ოქტომბერს, 09:00 საათიდან (მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე;

საბუთების შემოტანა შეგიძლიათ ყოველდღე 10.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე, შაბათ-კვირის ჩათვლით.

რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი საბუთები:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • საბაზო/საშუალო ან დიპლომის ასლი;
  • 2 სურათი (3x4);
  • რეგისტრაციის ფურცელი.

რეგისტრაციის მსურველებმა იხილეთ.

  • იმ პროგრამების ჩამონათვალი, რომელზეც მიმდინარეობს რეგისტრაცია;
დარგიპროგრამის დასახელებასწავლის ხანგრძლივობატესტები, რომელიც უნდა ჩააბაროს აღნიშნულ პროგრამაზე აპლიკანტმა
ბიზნესის ადმინისტრირება ბუღალტერი  6 თვე საკანცელარიო უნარების ტესტი ტესტი მათემატიკაში
ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი) 8 თვე
კომპიუტერინგი/ ინფორმატიკა კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი 7 თვე საბაზო აკადემიური უნარების ტესტი ტესტი უცხო ენაში (არჩევით)
ინტერნეტტექნოლოგი 8 თვე
ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია ელექტრიკოსი 8 თვე მექანიკურ-სივრცითი უნარების ტესტი ტესტი მათემატიკაში
ელექტრონული და ციფრული ხელსაწყოების დიაგნოსტიკოს-შემკეთებელი 8 თვე
მშენებლობა შემდუღებელი 7 თვე
კალატოზი 4 თვე
მეფილე-მომპირკეთებელი 5 თვე
მებათქაშე 4 თვე
მღებავი 6 თვე
★  ზეინკალ-სანტექნიკოსი (მოდულური) 13 თვე
თაბაშირმუყაოს სპეციალისტი 6 თვე
საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებელ-ტექნიკოსი 8 თვე
ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემის მემონტაჟე 6 თვე
სატრანსპორტო სავალი ნაწილის ტექნიკოსი 8 თვე
ძრავის შემკეთებელი 8 თვე
ავტომობილის ზეინკალი 8 თვე
მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) 8 თვე
სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია დურგალი 8 თვე
გარემოს ინჟინერია და უსაფრთხოება სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი (III საფეხური) 7 თვე
სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი (IV საფეხური) 8 თვე საკითხები მესამე საფეხურზე გავლილი მასალიდან
სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი (V საფეხური) 8 თვე საკითხები მეოთხე საფეხურზე გავლილი მასალიდან
გარემოს დაცვის ტექნიკოსი (III საფეხური) 8 თვე მექანიკურ-სივრცითი უნარების ტესტი ტესტი მათემატიკაში
გარემოს დაცვის ტექნიკოსი (IV საფეხური) 8 თვე საკითხები მესამე საფეხურზე გავლილი მასალიდან
გარემოს დაცვის ტექნიკოსი (V საფეხური) 8 თვე საკითხები მეოთხე საფეხურზე გავლილი მასალიდან
მეცნიერება/ საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი ტოპოგრაფი 8 თვე მექანიკურ-სივრცითი უნარების ტესტი ტესტი მათემატიკაში
ხელოვნება/დიზაინი ხის მხატრული დამუშავების სპეციალისტი 8 თვე სივრცითი უნარების ტესტი ტესტი ხელოვნებაში
სახვითი ხელოვნება მძერწავი 6 თვე

 

ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ:

პროფესიული ტესტი შედგება პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ტესტისგან. პროფესიული ტესტის თითოეულ ნაწილში, მიუხედავად დავალებების რაოდენობისა (მაგ.: პროფესიული უნარების ტესტში საკანცელარიო უნარები დავალებების რაოდენობა არის 40, ხოლო მაქსიმალური ქულა, რომლითაც ფასდება პროფესიული უნარების ტესტის ნაწილი არის 50; საგნის ტესტში - მაგ: მათემატიკაში დავალებების რაოდენობა არის 35, ხოლო მაქსიმალური ქულა, რომლითაც ფასდება ტესტის ეს ნაწილი არის 50 და ა. შ) განსაზღვრულია მაქსიმალური ქულა - 50. პროფესიული ტესტის ორივე ნაწილის მაქსიმალური ქულა არის 100.

 

პროგრამაზე ჩასაბარებელი ტესტების ნიმუშები:

• საკანცელარიო უნარების ტესტი.

• ტესტი მათემატიკა;

• საბაზო აკადემიური უნარების ტესტი;

• უცხოური ენები;

• მექანიკური და სივრცითი უნარების ტესტი;

• სივრცითი და გამოყენებითი ხელოვნება;

• სივრცითი უნარების ტესტი;

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

245 63 63 (123); 240 16 87 ან მოგვწერეთ სოციალურ ქსელში www.fb.com/spectri .

გისურვებთ წარმატებას!

 

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper