26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს.
რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ყოველწლიურად იმართება. საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ უკვე მეორე წელია იღებს მონაწილეობას.
აღნიშნულ ღონისძიებაზე, მხოლოდ ერთი დღით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაბრუნებულიყვნენ სკოლაში და მოსწავლეებთან ერთად ჩაეტარებინათ სახალისო ცდები, გამხდარიყვნენ სხვადასხვა საინტერესო პროფესიის წარმომადგენლები;
საზოგადოებრივი კოლეჯიდან „სპექტრი“ წარდგენილი იყვნენ პროფესიული სტუდენტები, რომლებიც ადგილზე ახორციელებდნენ ხის მხატვრული დამუშავების სპეციალობის მიმართულებით ხეზე კვეთას, მძერწავის სპეციალობის მიმართულებით გამოძერწეს არქიტექტურული დეტალები, სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალობის მიმართულებით ადგილზე აწარმოებდნენ პროდუქტების კონტროლს, სტუენტებს წარდგენილი ჰქონდათ თავიანთი ნამუშევრები. ასევე მოხდა კოლეჯში დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიების წარდგენა.