საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“, კოლეჯის კურსდამთავრებულის, სპეციალური საჭიროების მქონე პირის, დიანა ჯიშიაშვილისადმი მიძღვნილი პოეზიისა და ხელოვნების საღამო გაიმართა. დიანა კოლეჯში ერთი წლის წინ მოვიდა, ის 26 წლისაა, როგორც თავად ამბობს ყოველთვის უნდოდა პროფესიის მიღება, მაგრამ ამაზე მხოლოდ თუ ოცნებობდა...
(იხ. დიანა ჯიშიაშვილის სტატია )
კოლეჯმა დიანას სწავლების დასასრული შემოქმედებითი ღონისძიებით აღნიშნა. დიანა თავად წერს ჩანახატებს და ხატავს.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო თვითნასწავლი მხატვრის ნინო მჭედლიშვილის ნამუშევრები, კერძოდ ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. ნაჩვენები იყო გოდერძი შარაშიას ფილმი „წერილი“. ფილმი ეძღვნება ათონის მთაზე ბერად აღკვეცილ ქართველ ბერს. ფილმი საპატიო სიგელით არის დაჯილდოვებული ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე - „მემკვიდრეობა“.
საღამოს პოეზიით გაამრავალფეროვნა საქველმოქმედო ფონდის „ თბილი სამყაროს“ დამფუძნებელმა, პოეტმა ანა ლაშხელმა და ახალგაზრდა პოეტმა მაკა ჯანელიძემ.
ახალი 2014-2015 სასწავლოწლიდან კოლეჯი კვლავ მზადაა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების მისაღებად.