ორშაბათს, 29 სექტემბერს 14:30 საათზე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებული აპლიკანტებისათვის სასწავლებელში ტარდება ღია კარის დღე.
ღონისძიების მიზანია აპლიკანტებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ჩარიცხვის შემდგომი პროცედურების შესახებ და პროფესიული განათლების განვითარებაში მიმდინარე სიახლეების გაცნობა. აპლიკანტები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას მათთვის საინტერესო და აქტუალური თემების შესახებ.
სასწავლებლის მიერ მოხდება კოლეჯის წარმატებულ კურსდამთავრებულთა ჩართულობა და მათი ცოდნისა და პრაქტიკის გაზიარება, ასევე სასწავლებლის პროფაილის, არსებული ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების დემონსტრირება.