შაბათს, 27 სექტემბერს დღის 14:00 საათზე ''სპექტრში'' გაიმართება ხელოვნებისა და პოეზიის საღამო.
მოეწყობა თვითნასწავლი მხატვრის ქ-ნი ნინო მჭედლიშვილის პერსონალური გამოფენა, პოეტთა საქველმოქმედო ფონდის ''თბილი სამყაროს'' დამფუძნებლისა და პოეტის ანა ლაშხელის პოეზიის საღამო და მოეწყობა გოდერძი შარაშიას ფილმის ჩვენება - ''წერილი''
საღამო საქველმოქმედოა და ეძღვნება ''სპექტრის'' კურსდამთავრებულსა და კოლეჯის მეგობარს, დიანა ჯიშიაშვილს.
დასწრება თავისუფალია