პროფესიული სტუდენტები ახალგაზრდული კლუბის მშენებლობაზე

პროფესიული სტუდენტები ახალგაზრდული კლუბის მშენებლობაზესაზოგადეობრივ კოლეჯ ”სპექტრსა” და ასოციაცია ”ანიკას” შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მიზანია კოლეჯმა ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და ახალგაზრდების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციას, ინტეგრირებული ახალგაზრდული კლუბის დაარსებასა და უსასყიდლოდ, სამშენებლო სამუშაოების წარმოებაში.

თანამშრომლობა გულისხმობს კოლეჯის შესაბამისი პროფესიული პროგრამების, პროფესიული სტუდენტებისა და მასწავლებლების მიერ სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის გავლის მიზნით.

საზოგადეობრივი კოლეჯი ’სპექტრი” ამზადებს კადრებს სამშენებლო მიმართულებით, რომელთაც კოლეჯი შესაბამის პროფესიულ ცოდნას აძლევს და უზრუნველყოფს სწავლების თეორიულ-პრაქტიკული კუთხით მიმდინარეობას. ამის კარგი მაგალითია კოლეჯის ”სპექტრი” პროფესიული სტუდენტებისა და მასწავლებლების მონაწილეობა ასოციაცია ”ანიკას” ინტეგრირებული ახალგაზრდული კლუბის მშენებლობაში. აქ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მაქსიმალურად გამოავლინონ და მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, გაიმყარონ პრაქტიკული უნარები, რაც ხელს შუწყობს მათ შემდგომ დასაქმებას.

კლუბის სარემონტო სამუშაოებში ჩართულნი არიან შემდეგი პროფესიული პროგრამის სტუდენტები: მღებავი, თაბაშირ-მუყაოს სპეციალისტი, მეფილე-მომპირკეთებელი, ელექტრიკოსი, შემდუღებელი. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი პირადად გაეცნო.

პროფესიული სტუდენტები ახალგაზრდული კლუბის მშენებლობაზე

პროფესიული სტუდენტები ახალგაზრდული კლუბის მშენებლობაზე

პროფესიული სტუდენტები ახალგაზრდული კლუბის მშენებლობაზე

პროფესიული სტუდენტები ახალგაზრდული კლუბის მშენებლობაზე

პროფესიული სტუდენტები ახალგაზრდული კლუბის მშენებლობაზე

{youtube}ReThFUzdvrc{/youtube}

 

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper