საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში, რომელიც რუსთაველის გამზირზე გაიმართა, მონაწილეობას იღებდა კოლეჯი „სპექტრი“. სასწავლებელმა საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია სასწავლებლის შესახებ და სამომავლო გეგმები. კოლეჯის პავილიონს ეწვია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და ბატონი დავით ნარმანია ოჯახთან ერთად.