„ექსპო გერმანია და ექსპო კავკასუს ბილდი“

ექსპო გერმანია და ექსპო კავკასუს ბილდი“Expo Georgia”-ში გაიმართა მშენებლობისა და ინტერიერის მე–19 საერთაშორისო გამოფენა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა და საგამოფენო ცენტრის ექსპო ჯორჯიას ორგანიზებით: „ექსპო გერმანია და ექსპო კავკასუს ბილდი“.

გამოფენა გახსნეს ეკონომიკის მინისტრმა: გიორგი კვირიკაშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში: ორთვინ ჰენიგმა.

გამოფენაში მონაწილეობას იღებდა კოლეჯი „სპეტქრი“ თანამშრომლობის პირველი ფორუმის: „პროფესიული უნარები მშენებლობისთვის, მშენებლობა პროფესიული უნარებისათვის“ ეგიდით.

ფორუმის მიზანი იყო სამშენებლო სექტორის დიალოგის გაძლიერება საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, უკვე არსებული სექტორის განსავითარებლად და ახალი, მომავალზე ორიენტირებული სამშენებლო საგანმნათლებლო პროგრამების შესაქმნელად.

ექსპო გერმანიაში მონაწილეობა მიიღეს 60 ზე მეტმა გერმანულმა კომპანიამ ექსპოში მონაწილე კომპანიები არიან გერმანული ბრენდების წარმომადგენლები, რომელთაც აქვთ წარმოება და/ან დისტრიბუცია საქართველოში. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილნი არიან გერმანიის მოქალაქეების მიერ დაარსებული კომპანიები.

კავკასუს ბილდში 180-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, აშშ, არაბთა გაერთიანებული საემიროები, აზერბაიჯანი, გერმანია, ჩინეთი, იტალია, რუსეთი, სომხეთი, ირანი, ინდოეთი, ესტონეთი, თურქეთი, ბელორუსია, ისრაელი. 53 უცხოეური კომპანია საქართველოს პირველად ეწვევა ადგილობრივი პარტნიორის მოსაძიებლად. გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა სამშენებლო ინდუსტრიის მთელი სპექტრი: სამშენებლო მასალები, სარემონტო მასალები, ტექნიკა, დანადგარები, საინჟინრო და არქიტექტორული კონსალტინგი და სხვა.

 

ექსპო გერმანია და ექსპო კავკასუს ბილდი

ექსპო გერმანია და ექსპო კავკასუს ბილდი

ექსპო გერმანია და ექსპო კავკასუს ბილდი

ექსპო გერმანია და ექსპო კავკასუს ბილდი

ექსპო გერმანია და ექსპო კავკასუს ბილდი

ექსპო გერმანია და ექსპო კავკასუს ბილდი

ექსპო გერმანია და ექსპო კავკასუს ბილდი

ექსპო გერმანია და ექსპო კავკასუს ბილდი

ექსპო გერმანია და ექსპო კავკასუს ბილდი

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper