კოლეჯს ''სპექტრი'' ეწვია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი, ბატონი ჰანს-იოახიმ ფუხტელი.
ბატონი ფუხტელი გაეცნო პროფესიული განათლების ახალ მეთოდებს, კოლეჯის ურთიერთობებს დამსაქმებლებთან და გერმანულ კომპანიებთან ჰაიდელბერგცემტთან, კნაუფთან და კაპაროლთან. ''სპექტრის'' სამომავლო სტრატეგიას რომელიც დაგეგმილი აქვს კოლეჯს პროფესიული განათლების ხარისხის განვითარებისა და სტუდენტთა დასაქმების კუთხით. შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა შემდგომი თანამშრომლობისა და ურთიერთობების განვითარების გაგრძელებაზე და ახალი პროექტების მხარდაჭერაზე.