სასერთიფიკაციო-სატრენინგო კურსები

სასერთიფიკაციო-სატრენინგო კურსებითურქეთის ქ. სტანბულის წყლის და გაზის მაგისტრალური მილსადებისა და ენრეგო ტექნიკის სასწავლო სატრენინგო, სასერთიფიკაციო ცენტრის "UGETAM"-ის მიერ საქართველოში, კომპანია "აზია ენერჯის" წყლისა და გაზის სასწავლო სამეცნიერო კვლევითი ცენტრის და პროფესიული კოლეჯის "სპექტრი" ორგანიზებით 18 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით ტარდება სასერთიფიკაციო-სატრენინგო კურსები პოლიეთილენის მაგისტრალური მილსადენების მშენებლობის, პირა-პირა და ელექტრო შედუღების მეთოდიკის მიმართულებით, რომელსაც წარუძღვებიან მოწვეული აკრედიტირებული უცხოელი ექსპერტები.

მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო დონის სერთიფიკატი და ID ბარათი, რომელიც აღიარებულია ევროპის ქვეყნებში და მსოფლიოს წამყვანი სასერთიფიკაციო ცენტრების მიერ.

ტრენინგის ოფიციალური გახსნა წარიმართება ტელე-მედია სივრცის ჩართულობით, ოფიციალურად გახსნის განათლების სამინისროს მიერ აკრედიტირებული პროფესიული კოლეჯი “სპექტრი” და “აზია ენერჯი”.

გახსნას დაესწრებიან განათლების, ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე შესაბამისი პროფილით მომუშავე კომპანიები.

ტრენინგზე განხორციელდება პირდაპირი ჩართვა იტალიიდან, ქალაქ მილანიდან სადაც მიმდინარეობს "MCE გლობალური კომფორტული ტექნოლოგიები"-ს გამოფენა ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ტრანსლაციით ჩაერთვებიან ჩვენი პარტნიორი უცხოური კომპანიები და მონაწილეებს გააცნობენ უახლეს ტექნოლოგიებს.

ტრენინგის მონაწილეებს ასევე გადაეცემათ 400 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი რომელიც საშუალებას მისცემს მათ აირჩიონ მათთვის სასურველი და საჭირო უახლესი პროდუქცია.

სწავლება მიმდინარეობს სამი დღის განმავლობაში როგრც თეორიული ასევე პრაქტიკული მაგალითების განხილვით.

UGETAM         UGETAM

 

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper