ხელოვნებისა და პოეზიის კვირეული

ხელოვნებისა და პოეზიის კვირეულიპროფესიულ კოლეჯ "სპექტრში" 17 დეკემბერიდან 26 დეკემბრის ჩათვლით გაიმართა "ხელოვნებისა და პოეზიის კვირეული". ღონისძიება გაიხსნა სტუდია "გუთანის" მიერ შექმნილი ფილმის პრეზენტაციით "ქრისტეს დედულეთი", რომლის რეჟისორია ლექსო გელაშვილი.

 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ანტონ გაგუას, ანა ლაშხელის, მარიამ გაჯიშვილის, მაია ქებაიას პოეზიის საღამო, სადაც კოლეჯ "სპექტრის" სტუდენტებმა წაიკითხეს ავტორის ლექსები და შეასრულეს ხალხური სიმღერები.

ღონისძიებას, კვირის განმავლობაში მუსიკალურად აფორმდებდნენ: ქეთი ჯიშიაშვილი, მარიამ მთივლიშვილი, სიმღერის ვოკალური ანსამბლი ,,ბინული“ პაატა მელაძის ხელმძღვანელობით, პოეტი, კომპოზიტორი და მომღერალი მარიამ გაჯიშვილი და ინსტრუმენტალური ანსამბლი ბაჩო ტიტვინიძის ხელმძღვანელობით.

კვირეულის დასასრულს გაიმართა შემოქმედებითი საღამო სადაც მონაწილეობდნენ პოეტები მამა თავმასი [ჩოხელი] ნიკოლოზ ფუტკარაძე, თინათინ მღვდლიაშვილი, მაკა ბლიაძე, მერაბ არაბული, ხატმწერი: გიორგი ეგნატაშვილი, ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი, მსახიობი გიორგი გასვიანი რომელმაც წაიკითხა მსჯავრდებულების ლექსები, მომღერლები ქ-ნი ირმა სოხაძე, ნიკოლოზ ოთანაძე.

კოლეჯ "სპექტრის" სტუდენტები აქტიურად იღებენ მონაწილეობას ღონისძიებაში, წაიკითხეს ავტორების ლექსები, შეასრულეს ხალხური სიმღერები, დადგეს სპექტაკლი, სადაც მონაწილეობას იღებდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროფესიული სტუდენტი დიანა ჯიშიაშვილი.

"ხელოვნებისა და პოეზიის კვირეული" დახურა პოეტმა ზურა სალუქვაძემ.

ღონისძება ატარებს საქველმოქმედო ხასიათს და იმართება სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროფესიული სტუდენტის დიანა ჯიშიაშვილის დასახმარებლად.

 

ხელოვნებისა და პოეზიის კვირეული

ხელოვნებისა და პოეზიის კვირეული

ხელოვნებისა და პოეზიის კვირეული

ხელოვნებისა და პოეზიის კვირეული

ხელოვნებისა და პოეზიის კვირეული

ხელოვნებისა და პოეზიის კვირეული

ხელოვნებისა და პოეზიის კვირეული

ხელოვნებისა და პოეზიის კვირეული

ხელოვნებისა და პოეზიის კვირეული

ხელოვნებისა და პოეზიის კვირეული

ხელოვნებისა და პოეზიის კვირეული

ხელოვნებისა და პოეზიის კვირეული

ხელოვნებისა და პოეზიის კვირეული

ხელოვნებისა და პოეზიის კვირეული

ხელოვნებისა და პოეზიის კვირეული

ხელოვნებისა და პოეზიის კვირეული

ხელოვნებისა და პოეზიის კვირეული

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper