შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღემსოფლიო თანამეგობრობა 3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებთ, კოლეჯ „სპექტრში“ 3 დეკემბერს გაიმართება ღონისძიება.

 

ღონისძიება გაიხსნება 10 საათზე ლევან თეთვაძის ფილმის ჩვენებით „როგორ ინგრევა კედელი“

კოლეჯში სპეციალურად ამ დღისთვის მოეწყობა გარემო, სადაც ფილმის ჩვენების შემდეგ კოლეჯ „სპექტრის“ პროფესიულ სტუდენტებს შეეძლებათ თავიანთი ემოციები და შთაბეჭდილებები გადმოსცენ წერილობით ან ჩანახატის საშუალებით.

სტუდენტები დღის განმავლობაში აქტიურად იქნებიან ჩართული სალექციო პროცესში, სადაც ჟურნალისტებს შესაძლებლობა ექნებათ აიღონ ინტერვიუ მათგან.

კოლეჯის „სპექტრი“ სსსმ პროფესიული სტუდენტები არიან:

  • გურამ რთველაძე - გარემოს დაცვის ტექნიკოსი;
  • ლუკა აღიაშვილი - ინტერნეტტექნოლოგი (ვებსპეციალისტი);
  • ნიკა გიგაშვილი - საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებელ-ტექნიკოსი;
  • გვანცა დადუნაშვილი - კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი;
  • დიანა ჯიშიაშვილი - კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი;
  • დავით რაზმაძე - მეფილე-მომპირკეთებელი;
  • ლექსო მეტრეველი - მღებავი.

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper