საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სსიპ პროფესიულ კოლეჯ "სპექტრს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სსიპ პროფესიულ კოლეჯ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სსიპ პროფესიულ კოლეჯ "სპექტრს" შორის ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთო ინტერესების გათვალისწინებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმის მიზანია პროფესიული კოლეჯების ხელშეწყობა, პროფესიული განათლების განვითარება, დასაქმების მაჩვენებლისა და კერძო სექტორის როლის გაზრდა ურთიერთთანამშრომლობის გზით, აგრეთვე, შრომის ბაზრის უზრუნველყოფა კვალიფიციური, პროფესიონალი კადრებით.

"მინდა, მადლობა გადავუხადო სამინისტროს ამ ნაბიჯისთვის, ასეთი თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროფესიული სასწავლებლების განვითარებას", - განაცხადა მემორანდუმის ხელმოწერისას "სპექტრის" დირექტორმა, როინ ტაკიძემ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სსიპ პროფესიულ კოლეჯ

"ქვეყნის ინფრასტრუქტურას მეტი კარგი სპეციალისტი ესაჭიროება, ახალი კადრები კი, უკვე წლებია აღარ მომზადებულა. დარწმუნებული ვარ, ამ ტიპის თანამშრომლობა ჩვენთვის საინტერესო სფეროებში საგრძნობ შედეგებს მოიტანს", - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ.

მემორანდუმის მიხედვით, მხარეები ერთობლივი ძალისხმევით ეცდებიან კოლეჯის მიერ მომზადებული სტუდენტების საწარმოო პრაქტიკის გავლას შესაბამის კომპანიებში; სხვადასხვა დარგების ექსპერტების მიწვევას კოლეჯში, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სიახლეების დანერგვის მიზნით; კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტრო დაეხმარება კოლეჯის კურსდამთავრებულებს დასაქმებაში და სხვა.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სსიპ პროფესიულ კოლეჯ

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper