გაიმართა შეხვედრა პროექტის შესახებ, რომლის მიზანია სასწავლო პროგრამების შემუშავება 4 პროფესიისთვის. პროგრამების შემუშავებაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ კერძო კომპანიები -კაპაროლი, კნაუფი და ჰაიდელბერგცემენტი და შემუშავებული პროგრამები შესაბამისობაში იქნება კერძო კომპანიების/დამსაქმებლების მოთხოვნებთან.
სამივე კომპანია მზადყოფნას აცხადებს მონაწილეობა მიიღოს სტუდენტების კვალიფიკაციის შეფასების პროცესში და შესაბამისი გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კურსდამთავრებულებს გადასცენ კოლეჯ „სპექტრისა“ და კომპანიის მიერ ერთობლივად დამოწმებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
სასწავლო კურსების წარმატებით გავლის და შესაბამისი სერტიფიკატების მიღების შემთხვევაში, კომპანიები კაპაროლი და კნაუფი მზად არიან აქტიური რეკომენდაციები გაუწიონ წარმატებულ კურსდამთავრებულებს მათ პარტნიორ სამშენებლო კომპანიებში დასასაქმებლად.
პროექტი ასევე ითვალისწინებს მასწავლებლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებლად გერმანელი ექსპერტების მიერ 10 დღიანი ტრენინგების ჩატარებას.