პროექტი ითვალისწინებს ა) სოციალურად დაუცველი, ბ) დევნილი ახალგაზრდების გ) მარტოხელა დედების და სხვა დაინტერესებული პირების პროფესიულ გადამზადებას, რის შედეგადაც პროფესიულად გადამზადებული მუშახელი მიეწოდება შრომის ბაზარს, ამავე დროს გაუმჯობესდება ბენეფიციარებისა და მათი ოჯახების სოციალური მდგომარეობა...
ასევე, კოლეჯის ,,სპექტრი” ბენეფიციართა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით პროექტის ფარგლებში განხორციელდება გადამზადება - ტრენინგები. პროექტი განხორციელდება 4 თვის განმავლობაში, სწავლება დაგეგმილია 1 ჯგუფისათვის (ჯგუფში 30 პირი) კოლეჯის ბაზაზე არსებულ სურსათის უვნებლობის ლაბორატორიებში.
აღნიშნულ პროექტს განახორციელებენ პრაქტიკოსი სპეციალისტები, რომლებიც უზრუნველყოფენ პრაქტიკული სამუშაოების მაღალკვალიფიციურ ჩატარებას.
ვთანამშრომლობთ კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის ლაბორატორიასთან, აკრედიტირებულ კერძო ლაბორატორიებთან და სასწავლო დაწესებულებებთან და ჩვენს ორგანიზაციაში წარმატებით მუშაობს “სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტის” პროგრამა. დაწესებულებას გააჩნია სათანადოდ აღჭურვილი სურსათის უვნებლობის და ჰაერის, წყლის, ნიადაგის ლაბორატორიული კონტროლის ლაბორატორიები.
პროექტი განხორციელდება აკრედიტირებული სტანდარტთან შესაბამისობაში არსებული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში. პირველი ერთი თვე მოიცავს თეორიულ სალექციო კურს, სლაიდ–შოუებისა და სხვა თავლსაჩინოების გამოყენებით. შემდგომ ეტაპზე გათვალისწინებულია მარტივი ანალიზების ჩატარება პრაქტიკულ სამუშაოებზე, რომელიც თანდათან გართულდება. ასევე, ბენეფიციარები ისწავლიან ამ ანალიზების პრაქტიკულ გამოყენებას სხვადასხვა ობიექტებზე. სწავლება ასევე, ითვალისწინებს გასვლით სასწავლო ექსკურსიებს თბილისის მასშტაბით. სასწავლო გეგმა ითვალისწინებს შუალედურ და დასკვნიტ გამოცდებს, რაც განაპირობებს მათ შეფასებას.
სწავლის დასრულების შემდეგ ბენეფიციარები მიიღებენ შესაბამის სერთიფიკატს.