მოკლევადიანი პროგრამები

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ 2019 წელი
ტრენინგ-კურსები (მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამა)



1.    შემდუღებელი (ელექტრორკალური)
2. ელექტრო-აირ შემდუღებელი და აირით მჭრელი
3. კალატოზი
4. მებათქაშე
5. მღებავი
6. ზეინკალ-სანტექნიკოსი
7. ზეინკალი
8. სანტექნიკისა და გათბობა წყალმომარაგების სისტემების მემონტაჟე
9. მეფილე-მომპირკეთებელი
10. თაბაშირმუყაოს სპეციალისტი
11. ელექტრიკოსი
12. ელოქტროობა (მაღალი ძაბვა)
13. ფართო პროფილის მშენებელ-ტექნიკოსი
14. ამზომველ-გეოდეზისტი
15. საავტომობილო გზების მშენებელ-ტექნიკოსი
16. ავეჯის კონსტრუირების სპეციალისტი (დურგალი)
17. დურგალი
18. კონდიცირების სისტემის მემოტაჟე
19. ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტი
20. მძერწავი
21. ძრავის შემკეთებელი
22. ავტომობილის ზეინკალი
23. ავტომექანიკოსი
24. სავალი ნაწილის ტექნიკოსი
25. სავალი ნაწილისა და ძრავის მექანიკოსი
26. ელექტრონული და ციფრული ხელსაწყოების დიაგნოსტიკოს-შემკეთებელი
27. მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სათვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორი
28. მართვის მოწმობა “B“-“B1“; “C“-“C1“; “D1“-“D“ და “S“ კატეგორია
29. სურსათის უვნებლობისა და ხარისხის ოპერატორი
30. სანიტარული მიკრობიოლოგიის სპეციალისტი
31. გარემოს დაცვის ტექნიკოსი
34. ვიდეო საკონტროლო სისტემების ტექნიკოსი
35. ელექტრონული ცხრილები (Excel)
36. შრომის უსაფრთხოებისა და საწარმოო სანიტარიის ტექნიკოსი
37. შრომის უსაფრთხოება მძიმე ტექნიკის მართვისას
38. შრომის უსაფრთხოება სიმაღლეზე და შეზღუდულ სივრცეში მუშაობისას

 

 

მიღების წინაპირობა

პროფესიულისაგანმანათლებლო პროგრამების უპირატესობა

საგანმანათლებლო პროგრამა ორიენტირებულია პრაქტიკული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების გამომუშავებაზე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს I, II, III, IV, V საფეხურს და თითოეული საფეხურის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი კვალიფიკაციის სახელმწიფო დიპლომი.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების უპირატესობაა:

  • დროის მოკლე მონაკვეთში პროფესიის შეძენა (გადამზადება);
  • სახელმწიფო დაფინანსება;
  • თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობა;
  • დასაქმების ხელშეწყობა.

კოლეჯში მიღების წინაპირობა

სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ ჩარიცხვის მსურველ აპლიკანტთა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აპლიკანტებისათვის რეგისტრაცია წარმოებს წელიწადში ორჯერ, საშემოდგომო და საგაზაფხულო მიღებაზე.

პროფესიული განათლების მიღების უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელმაც დაძლია ზოგადი განათლების საფეხური.

საბუთების შემოტანა ხდება ყოველდღიურად 10.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე, შაბათ-კვირის გარდა, რეგისტრაციის პერიოდში საბუთების შემოტანა შესაქძლებელია შაბათსაც.

რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი საბუთები:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • საბაზო/საშუალო ან დიპლომის ასლი;
  • 2 სურათი (3x4);
  • რეგისტრაციის ფურცელი.

ინფორმაციისათვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების  მქონე პირთა რეგისტრაციის შესახებ, იხილეთ ფაილი

 

ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ:

პროფესიული ტესტი შედგება პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ტესტისგან. პროფესიული ტესტის თითოეულ ნაწილში, მიუხედავად დავალებების რაოდენობისა (მაგ.: პროფესიული უნარების ტესტში საკანცელარიო უნარები დავალებების რაოდენობა არის 40, ხოლო მაქსიმალური ქულა, რომლითაც ფასდება პროფესიული უნარების ტესტის ნაწილი არის 50; საგნის ტესტში - მაგ: მათემატიკაში დავალებების რაოდენობა არის 35, ხოლო მაქსიმალური ქულა, რომლითაც ფასდება ტესტის ეს ნაწილი არის 50 და ა. შ) განსაზღვრულია მაქსიმალური ქულა - 50. პროფესიული ტესტის ორივე ნაწილის მაქსიმალური ქულა არის 100.

პროგრამაზე ჩასაბარებელი ტესტების ნიმუშები:

• საკანცელარიო უნარების ტესტი.

• ტესტი მათემატიკა;

• საბაზო აკადემიური უნარების ტესტი;

• უცხოური ენები;

• მექანიკური და სივრცითი უნარების ტესტი;

• სივრცითი და გამოყენებითი ხელოვნება;

• სივრცითი უნარების ტესტი;

 

პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამები

2007 წლიდან უცხოელი პარტნიორების, კერძოდ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანამონაწილეობით, სასწავლებელმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ინფრასტრუქტურა და მატერიალურ–ტექნიკური ბაზა და დაინერგა ახალი სასწავლო პროგრამები ინჟინერიის მიმართულებით.

2012 წლიდან დღემდე „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ) აქტიური მხარდაჭერით, შპს „კაპაროლ ჯორჯიას“, კ/ს „კნაუფ გიპს თბილისის“ და შპს „ჰაიდელბერგცემენტის“ ჩართულობით შეიმუშავა ერთობლივი პროფესიული პროგრამები, სტანდარტები და სილაბუსები. მათივე მხარდაჭერით განხორციელდა პროფესიული პედაგოგების გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიები, გარემონტდა და აღიჭურვა სასწავლო ლაბორატორიები, შეიქმნა სახელმძღვანელოები (ელექტრიკოსის, შემდუღებლის, თაბაშირმუყაოს, მებათქაშის და მღებავის პროგრამებისთვის).

ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნების, შრომის ბაზრისა და განათლების სისტემის ურთიერთკავშირის ხელშეწყობის, პროფესიული განათლების განვითარების მიზნით,  კოლეჯსა და კომპანია ”ჯეოტურანს” შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია შრომის ბაზრის უზრუნველყოფა კვალიფიცირებული კადრებით.

მემორანდუმის ფარგლებში  კოლეჯ “სპექტრის” და “ჯეოტურანის“ ორგანიზებით განხორციელდა პროექტი “ევრომასტერი”, რომლის ფარგლებში გადამზადდნენ კოლეჯის პედაგოგები, პროექტი, ასევე, გულისხმობდა კოლეჯის კურსდამთავრებულთა გადამზადებას და მათ დასაქმებას.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების უპირატესობა

პროფესიული განათლების მიღების უფლება აქვს ნებისმიერ პირს,  რომელმაც დაძლია ზოგადი განათლების საფეხური.

პროფესიული პროგრამის 40% დათმობილია თეორიულ სწავლებაზე, 60% პრაქტიკულ სწავლებაზე.

კოლეჯის ტერიტორიაზე მოწყობილია ლაბორატორია-საწარმოები. საწარმოო პრაქტიკა მიმდინარეობს სახელმწიფო და კერძო სექტორში.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების უპირატესობაა:

  • დროის მოკლე მონაკვეთში პროფესიის შეძენა (გადამზადება);
  • სახელმწიფო დაფინანსება;
  • თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობა;
  • დასაქმების ხელშეწყობა.

ენტონი თირელი კოლეჯში ”სპექტრი”

ენტონი თირელი კოლეჯში ”სპექტრი”კოლეჯს ”სპექტრი” ევროპული ორგანიზაციის “Performance First”-ის დირექტორი - ენტონი თირელი ესტუმრა...

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper