ბრინჯაოს მედალოსანი დიანა ჯიშაშვილი

ბრინჯაოს მედალოსანი დიანა ჯიშაშვილისაზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ კურსდამთავრებულმა და თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის სპორტსმენმა დიანა ჯიშაშვილმა მონაწილეობა მიიღო და გახდა ბრინჯაოს მედალოსანი, 2015 წლის 21-25 ოქტომბერს მსოფლიო თასის გათამაშებაში ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში, რომელიც გაიმართა ქ. პარიზში, საფრანგეთი. შეჯიბრში მონაწილეობის მთლიანი ხარჯები დაფინანსდა ქ. თბილისის მერიის მიერ. დიანა ჯიშიაშვილი აქტიურად არის ჩართული მრავალ აქტივობაში.

საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ 2013 წლიდან არის ჩართული საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ერთობლივ პროექტში „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“.

კოლეჯში შექმნილია თანაბარი შესაძლებლობებისა და ადაპტირებული გარემოს ყველა სსსმ/შშმ სტუდენტისთვის.

კოლეჯში 2013-2015 წლებში ჩაირიცხა 28 სსსმ/შშმ სტუდენტი და პროფესიულ განათლებას ეუფლება 7 სტუდენტი. კოლეჯის ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტი, დასაქმდა საზოგადოებრივ კოლეჯში "სპექტრი" სტუდენტთა სერვისის კოორდინატორის პოზიციაზე, რომელიც წარმატებულად და გულდასმით უძღვება მისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს.

ბრინჯაოს მედალოსანი დიანა ჯიშაშვილი

ბრინჯაოს მედალოსანი დიანა ჯიშაშვილი

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper