ტრეინინგი თემაზე: BTEC-ის კვალიფიკაციების განხორციელება

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს საგრანტო პროექტის „პროფესიული განათლების ხარისხისა და შესაბამისობის გაუმჯობესება საინჟინრო სფეროს პროფესიებზე საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ ეწვია პროექტის საერთაშორისო პარტნიორის “Pearson”-ი ექსპერტი, მარკ შენტონი, რომელმაც გამართა ტრეინინგი “BTEC”-ის აკრედიტაციაზე ელექტრიკოსის, შემდუღებლის, კონდიცირების სისტემის სპეცილისტისა და წყალანირების სისტემის სპეციალისტის პროგრამების სწავლების და შეფასების მეთოდებთან დაკავშირებით.

ტრეინინგის თემატიკა მოიცავდა შესავალს კურსს BTEC-ისა და Edexcel-ის ჩარჩო-პირობებზე, პროგრამების სტრუქტურაზე, შეფასების მეთოდებზე, შიდა და გარე ვერიფიკაციაზე, ასევე, სწავლის პროცესზე ჩანაწერების გაკეთებაზე, მოდულების შემუშავების სტრუქტურასა და შეფასების შემუშავებაზე.

სასწავლო კურსში მონაწილეობა მიიღო საზოგადოებრივი კოლეჯის "სპექტრის” 15 თანამშრომელმა და პროექტის ადგილობრივი პარტნიორის, საზოგადოებრივი კოლეჯის "ახალი ტალღის" 8 თანამშრომელმა.

 

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper