შემდუღებელი

დაეუფლე ყველა ტიპის შედუღების მეთოდებს

იხილე ვრცლად

კალატოზი

ისწავლე მშენებლობა და აიშენე საკუთარი სახლი საკუთარი გემოვნებით

იხილე ვრცლად

დურგალი

დაეუფლე სადურგლო საქმიანობას და შექმენი ორიგინალური ნაკეთობები

იხილე ვრცლად

მძიმე ტექნიკის ოპერატორი

დაეუფლე მძიმე ტექნიკის მართვას და გახდი პროფესიონალი

იხილე ვრცლად

ელექტრიკოსი

დაეუფლე ელექტრიკოსის სპეციალობას...



მემორანდუმი საზოგადოებრივ კოლეჯსა „სპექტრი“ და კომპანია „ლუკაჩო“-ს შორის

gamocdebis cxriliურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საზოგადოებრივ კოლეჯსა „სპექტრი“ და კომპანია „ლუკაჩო“-ს შორის, რომლის მიზანია პროფესიული სტუდენტების პროფესიული მომზადების ხელშეწყობა, კვალიფიციური კადრების აღზრდა და სამომავლო დასაქმება, მხარეთა თანამშრომლობით, დუალური პროფესიული სწავლების მოდელის დანერგვა და განვითარება „დურგლის“ და „ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტის“ პროფესიებში.

 

კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას სასწავლებლის პროფესიული სტუდენტები უზრუნველყოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სადემონსტრაციო სასწავლო მასალებით და გაატრაოს შესაბამის პრაქტიკული სწავლება.

კომპანია „ლუკაჩო“ დაარსდა 2002 წელს და თავისი საქმიანობა საოფისე ავეჯის წარმოებით დაიწყო. ის იყო პირველი ფირმა საქართველოში, რომელმაც მომხმარებლებს თავისივე საამქროებში დამზადებულ სამზარეულოს ინვენტარს სთავაზობდა.

ამჟამად "ლუკაჩო" მომხმარებელს საერთაშორისო სტანდარტებით დამზადებულ მრავალი დასახელების საქონელს სთავაზობს: თანამედროვე საოჯახო, საოფისე და სასტუმრო ავეჯი, სამზარეულოები, მხატვრული ავეჯი, ხის კარ - ფანჯარა, თანამედროვე სტილის მსუბუქი შიდა კარებები ე. წ. "ამერიკული კარებები", სამზარეულო და სხვა სახის ავეჯი შეღებილი ფასადებით.

იხილეთ ფოტოალბომი

 

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper