ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ

   

 

„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს 16 მილიონი აშშ დოლარის პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის 2013 წლის 26 ივლისს გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.

პროექტის ოთხი ძირითადი მიმართულებაა: 1) საგრანტო კონკურსი პროფესიული განათლების განვითარებისთვის, რომლის ფარგლებში დაფინანსდება წინადადებები (პროექტები) შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისა ან არსებული პროგრამების განახლებასთვის; 2) პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულებების პრაქტიკის გაუმჯობესება, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კერძო სექტორს შორის არსებული წარმატებული მაგალითების მოძიებით და დანერგვით; 3) პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის ეროვნული პოლიტიკის შემუშავებასა და გაძლიერება; 4) პროფესიული განათლების პოპულარიზაციისათვის ყოველწლიური კონფერენციის და საინფორმაციო კამპანიების ორგანიზება.

პროექტი „პროფესიული განათლების პროგრამების ხარისხისა და შესაბამისობის გაუმჯობესება საინჟინრო სფეროს პროფესიებზე საქართველოში“ ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთის“ (ISWD) პროფესიული განათლების განვითარების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინასნებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებას საქართველოში დამსაქმებელთა მოთხოვნებისა და მრეწველობაზე ორიენტირებული პროფესიული განათლების პროგრამების განვითარებით საინჟინრო სფეროში.

პროექტის საერთაშორისო პარტნიორთან „Pearson Education Limited” ერთად, საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ განავითარებს IV-V საფეხურის პროგრამების შედუღების, ელექტრიკოსის, კონდიცირების სისტემებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მიმართულებით ბიზნესისა და ტექნოლოგიური განათლების საბჭოს (BTEC) სტანდარტისა და ადგილობრივი მრეწველობის საჭიროებების შესაბამისად.

პროგრამების სავარაუდო ხანგრძლივობა შეადგენს 9-12 თვეს. პროგრამებზე მიღება გამოცხადდება 2017 წლის შემოდგომაზე.

 

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper