მიღების წინაპირობა

პროფესიულისაგანმანათლებლო პროგრამების უპირატესობა

საგანმანათლებლო პროგრამა ორიენტირებულია პრაქტიკული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების გამომუშავებაზე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს I, II, III, IV, V საფეხურს და თითოეული საფეხურის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი კვალიფიკაციის სახელმწიფო დიპლომი.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების უპირატესობაა:

  • დროის მოკლე მონაკვეთში პროფესიის შეძენა (გადამზადება);
  • სახელმწიფო დაფინანსება;
  • თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობა;
  • დასაქმების ხელშეწყობა.

კოლეჯში მიღების წინაპირობა

სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ ჩარიცხვის მსურველ აპლიკანტთა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აპლიკანტებისათვის რეგისტრაცია წარმოებს წელიწადში ორჯერ, საშემოდგომო და საგაზაფხულო მიღებაზე.

პროფესიული განათლების მიღების უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელმაც დაძლია ზოგადი განათლების საფეხური.

საბუთების შემოტანა ხდება ყოველდღიურად 10.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე, შაბათ-კვირის გარდა, რეგისტრაციის პერიოდში საბუთების შემოტანა შესაქძლებელია შაბათსაც.

რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი საბუთები:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • საბაზო/საშუალო ან დიპლომის ასლი;
  • 2 სურათი (3x4);
  • რეგისტრაციის ფურცელი.

ინფორმაციისათვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების  მქონე პირთა რეგისტრაციის შესახებ, იხილეთ ფაილი

 

ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ:

პროფესიული ტესტი შედგება პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ტესტისგან. პროფესიული ტესტის თითოეულ ნაწილში, მიუხედავად დავალებების რაოდენობისა (მაგ.: პროფესიული უნარების ტესტში საკანცელარიო უნარები დავალებების რაოდენობა არის 40, ხოლო მაქსიმალური ქულა, რომლითაც ფასდება პროფესიული უნარების ტესტის ნაწილი არის 50; საგნის ტესტში - მაგ: მათემატიკაში დავალებების რაოდენობა არის 35, ხოლო მაქსიმალური ქულა, რომლითაც ფასდება ტესტის ეს ნაწილი არის 50 და ა. შ) განსაზღვრულია მაქსიმალური ქულა - 50. პროფესიული ტესტის ორივე ნაწილის მაქსიმალური ქულა არის 100.

პროგრამაზე ჩასაბარებელი ტესტების ნიმუშები:

• საკანცელარიო უნარების ტესტი.

• ტესტი მათემატიკა;

• საბაზო აკადემიური უნარების ტესტი;

• უცხოური ენები;

• მექანიკური და სივრცითი უნარების ტესტი;

• სივრცითი და გამოყენებითი ხელოვნება;

• სივრცითი უნარების ტესტი;

ინფორმაციისათვის, თუ რომელ პროგრამაზე რომელი საგამოცდო ტესტი უნდა ჩაბაროს აპლიკანტმა.

პროგრამების ჩამონათვალი

 

JoomShaper