შემდუღებელი

დაეუფლე ყველა ტიპის შედუღების მეთოდებს

იხილე ვრცლად

კალატოზი

ისწავლე მშენებლობა და აიშენე საკუთარი სახლი საკუთარი გემოვნებით

იხილე ვრცლად

დურგალი

დაეუფლე სადურგლო საქმიანობას და შექმენი ორიგინალური ნაკეთობები

იხილე ვრცლად

მძიმე ტექნიკის ოპერატორი

დაეუფლე მძიმე ტექნიკის მართვას და გახდი პროფესიონალი

იხილე ვრცლად

ელექტრიკოსი

დაეუფლე ელექტრიკოსის სპეციალობას...



საზოგადოებრივ კოლეჯსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა

საზოგადოებრივ კოლეჯსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდასაქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია დღეს, ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიმართა.

მემორანდუმს ხელს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ და „სპექტრის“დირექტორმა მათე ტაკიძემ მოაწერეს.

როგორც „სითი კვირას“ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილმა განუცხადა, მემორანდუმის თანახმად, ორივე ორგანიზაცია იღებს ვალდებულებას ხელი შეუწყონ პროფესიულ განათლებას, ერთობლივად მოახდინონ პროფესიული სწავლების პოპულარიზაცია და ახალგაზრდებს პროფესიული ცოდნის მიღებაში შეუწყონ ხელი.

„ჩატარდება სხვადასხვა სალექციო კურსები, გაიმართება ერთობლივი ღონისძიებები. დაგეგმილია ერთობლივი გამოფენების, დისკუსიების, კონფერენციების და ა.შ მოწყობა. ანუ ფართო მასშტაბს მიიღებს ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობა“, – განაცხადა მირიან ხოსიტაშვილმა.

“სპექტრის” დირექტორის მათე ტაკიძის განმარტებით, მემორანდუმი მოიცავს სტაჟირების პროგრამებს, ერთობლივ ლექციებს, პროფესიული განათლების და ზოგადად განათლების პოპულარიზაციას.

„ძირითადი თემა იქნება განათლება და მისი პოპულარიზაცია. ამ თვალსაზრისით საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად, პერიოდულად გავმართავთ საჯარო ლექციებს და ფართო საზოგადოებას გავაცნობთ იმ პროგრამებს, რომლებიც ხორციელდება პროფესიული განათლების სეგმენტში“, -განაცხადა მათე ტაკიძემ.

 

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper