შემდუღებელი

დაეუფლე ყველა ტიპის შედუღების მეთოდებს

იხილე ვრცლად

კალატოზი

ისწავლე მშენებლობა და აიშენე საკუთარი სახლი საკუთარი გემოვნებით

იხილე ვრცლად

დურგალი

დაეუფლე სადურგლო საქმიანობას და შექმენი ორიგინალური ნაკეთობები

იხილე ვრცლად

მძიმე ტექნიკის ოპერატორი

დაეუფლე მძიმე ტექნიკის მართვას და გახდი პროფესიონალი

იხილე ვრცლად

ელექტრიკოსი

დაეუფლე ელექტრიკოსის სპეციალობას...



მემორანდუმი საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრსა“ და კომპანია „პოლიპრომს“ შორის

მემორანდუმი საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრსა“ და კომპანია „პოლიპრომს“ შორისურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრსა“ და კომპანია „პოლიპრომს“ შორის, მემორანდუმი ცამეტ პროფესიულ პროგრამას მოიცავს.

კომპანიის წარმომადგენლებმა კოლეჯში წარმოადგინეს პრეზენტაცია , სადაც სტუდენტებსა და პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სამშენებლო მასალებს და თანამედროვე მიდგომებს.

ხელშეკრულების ფარგლებში ჩატარდება ტრენინგები, მოხდება დუალური სისტემის საპილოტე პროექტისა და ერთობლივი ღონისძიებები განხორციელდება.

მემორანდუმის მიზანია პროფესიული სტუდენტების სამომავლო დასაქმება, პროფესიული მომზადების ხელშეწყობა და კვალიფიციური კადრების აღზრდა, მხარეთა თანამშრომლობის გზით პროფესიულ სტუდენტთა მოტივაციის ამაღლება, პიროვნული პოტენციალის რეალიზების უზრუნველყოფა. პროფესიული განათლების განვითარების კუთხით განხორციელებული სხვადასხვა ისეთი ინიციატივის მხარდაჭერა, რომელიც ხელს შეუწყობს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი და კონკურენტუნარიანი კვალიფიციური კადრის მომზადებას, მათ შორის, პროფესიული სტანდარტების შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად მოდიფიცირებას.

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper