საჯარო შეხვედრა ბოლნისში

საჯარო შეხვედრა ბოლნისში ბოლნისში პროფესიული განათლების ცნობადობისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით საჯარო შეხვედრა გაიმართა.

კოლეჯის „სპექტრი“ და საქართველოს პარლამენტის წევრის, გოგი მეშველიანის ბიუროს ორგანიზებით, საინფორმაციო-სამოტივაციო საჯარო შეხვედრის „პროფესიული განათლება წარმატებისთვის“ გაიმართა.

საინფორმაციო-სამოტივაციო საჯარო შეხვედრა ღონისძიების ინიციატორმა პარლამენტის წევრმა, გოგი მეშველიანმა გახსნა. მაჟორიტარმა პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და სახელმწიფოს მიდგომებზე ისაუბრა.

კოლეჯი „სპექტრის“ თანაორგფანიზატორობით დაგეგმილ ღობნიძიებაზე პრეზენტაციას კოლეჯის დირექტორი წარუძღვა,რომელმაც დამსწრე საზოგადოებას საქართველოში პროფესიული განათალების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.. ისაუბრა პროფესიული განათლების უპირატესობაზე და იმაზე თუ რა პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობენ სტუდენტებს.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო პროფესიული განათლების სისტემაში არსებულ სიახლეებს, დასაქმების შანსებს და დუალურ პროფესიულ განათლებას.

მოხსენების შემდეგ შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.

ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები , სასულიერო პირები,საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

აღნიშნული ღონისძიება სხვადასხვა მედია საშუალებამ გააშუქა.

საჯარო შეხვედრა ბოლნისში

საჯარო შეხვედრა ბოლნისში

საჯარო შეხვედრა ბოლნისში

საჯარო შეხვედრა ბოლნისში

საჯარო შეხვედრა ბოლნისში

JoomShaper