სტუდენტური ამბები

სტუდენტური_ამბებიაზერბაიჯანის რესპუბლიკა, ჰერეთი, კახის რაიონი სოფელი ალიბეგლო. ქართული ოჯახები, ისტორიული გენეტიკური მემკვიდრეობით და კარგად შემონახული ტრადიციებით. სწორედ ასეთ ოჯახში დაიბადა ლევან ყიყიშვილი.

ლევანი გულით ხედავს და თვლის, რომ მისი უსინათლობა განაჩენი არ არის, უფრო მეტიც, ეს მდგომარეობა მიზანდასახულობით, შრომის მოყვარეობით და რწმენით შეიძლება მნიშვნელოვანი წარმატების შესაძლებლობადაც აქციოს.

ლევანმა, მხედველობის არ ქონის მიუხედავად, მოიწადინა , შეარჩია პროფესიული სასწავლებებლი , დაგვიკავშირდა , ოჯახი დაარწმუნა, რომ მას აუცილებლად უნდა ესწავლა და ალიბეგლოდან თბილისში ჩამოვიდა.

2019 წლის გაზაფხულზე, ლევანმა, ერთი შეხედვით დაუჯერებელი ამბავი რეალობად აქცია. გაიარა კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები და ვებ ინტერფეისის დეველოპერის მიმართულებით, კოლეჯი „სპექტრის“ სტუდენტი გახდა.

დღეის მონაცემებით ლევანს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდა სივრცეში ორიენტაციის, გარკვეული საყოფაცხოვრებო საჭიროებების შესრულების და კომუნიკაციის უნარები, ასევე აუმაღლდა სოციალიზაციის ხარისხი რასაც თავად , დიდ წარმატებად თვლის.

ლევანის ერთ-ერთი ძლიერი მხარე კომუნიკაციის უნარია , მას უყვარს საზოგადოებასთან ურთიერთობა, მოკლე პერიოდში შეიძინა მეგობრები და მის მიმართ კეთილად განწყობილი ადამიანები.

22 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ლევანს ყიყიშვილს,კოლეჯში მისი წარმატების გაზიარების მიზნით პარლამენტში მიღება მოუწყო და შეხვედრაზე გულისხმიერი საუბრის შემდეგ , სამომავლოდ ,გარკვეულ საკითხებში თანადგომა აღუთქვა.

სტუდენტური_ამბები

სტუდენტური_ამბები

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper