სპექტრს“ „ჯიემსი მოტორსმა “ სასწავლო მიზნით ტრაქტორი გადასცა

სპექტრს“ „ჯიემსი მოტორსმა “ სასწავლო მიზნით ტრაქტორი გადასცა.ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნების ,შრომის ბაზრისა და განათლების სისტემის ურთიერთკავშირის ხელშეწყობის, კოლეჯისა და კომპანიის ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთო ინტერესების გათვალისწინებით 14 ივნისს კოლეჯი "სპექტრის" დირექტორმა მათე ტაკიძემ და შ.პ.ს. "ჯიემსი მოტორსი"-ს დირექტორმა ენრიკო იაკობაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანია პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა და თანამშრომლობის გზით კერძო სექტორის როლის გაზრდა/ ჩართულობა სასწავლო პროცესში.

რომლის თანახმად , მხარეები ერთობლივი ძალისხმევით , უზრუნველყოფენ კოლეჯის მიერ მომზადებული პროფესიული პროგრამების -

  • „სავალი ნაწილების შემკეთებელი“,
  • „ძრავის შემკეთებელი“
  • „ავტოზეინკალი“
  • სასოფლო -სამეურნეო ტექნიკის მექანიკოსი“
  • ავტონაწილების და ავტო კატალოგების სპეციალისტი“
  • საიტების ვებ სპეციალისტი
  • ელექტრო დიაგნოსტიკური აპარატურიოს სპეციალისტი

- პროფესიული სტუდენტების სასწავლო-საწარმოო პრაქტიკის გავლას.

“ ჩვენი კომპანია წლებია „LOVOL”-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია, ამ ტეპაზე საქართველოში ერთერთი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვათარებაა, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური წარმატებისთვის, ვითარდება სოფლის მეურნეობა, იხვეწება ტექნოლოგიები , მაგრამ სამწუხაროდ დიდი პრობლემაა ადგილობრივი კვალიფიციური კადრების მოძიება , ჩვენ გვსურ მცირედი წვლილი შევიტანოთ პროფესიული განათლების განვითარების პროცესში . ამიტომ გადავწყვიტეთ საზოგადოებრივ კოლეჯს „სპექტრი“ სასწავლო მიზნით სასოფლო -სამეურნეო ტექნიკა - ტრაქტორი გადავცეთ.

ეს არ იქნება ერთჯერადი ღონისძიება ,მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტებს ექნებათ მაქსიმალური ხელშეწყობა და მიეცემათ საშუალება საწარმოო პრაქტიკის პერიოდში შეისწავლონ სხადასხვა მოდელის და ფუნქციის ტექნიკა .

-განაცხადა შ.პ.ს. "ჯიემსი მოტორსი"-ს დირექტორმა ენრიკო იაკობაშვილმა

მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ კოლეჯის ხელმძღვანელმა მათე ტაკიძემ მადლობა გადაუხადა ბატონ ენრიკოს და კოლეჯის ეზოში სტუდენტებთან ერთად ტრაქტორის შესასძლებლობები მოსინჯეს .

„უმნიშვნელოვანესია როდესაც კომპანია ღებულობს სოციალურ პასუხისმგებლობას და პროფესიულ კოლეჯს მაღალტექნოლოგიურ და ძვირადღირებულს სასოფლო სამეურნეო ტექნიკას ამ შემთხვევაში ტრაქტორს, სწავლების მიზნით სტუდენტებისთვის გადასცემს .

მე ვისურვებდი ეს, კეთილი მაგალითი ყოფილიყოს სხვა კომპანიებისთვისაც და საქართველოს ყველა პროფესიულ სტუდენტს ჰქონდეს მსგავსი შესაძლებლობები„

- კოლეჯი „სპექტრის“ ხელმძღვანელი მათე ტაკიძე .

სპექტრს“ „ჯიემსი მოტორსმა “ სასწავლო მიზნით ტრაქტორი გადასცა.

სპექტრს“ „ჯიემსი მოტორსმა “ სასწავლო მიზნით ტრაქტორი გადასცა.

კომპანია „ჯიემსი მოტორსმა “  სასოფლო -სამეურნეო ტექნიკა - ტრაქტორი გადასცა

კომპანია „ჯიემსი მოტორსმა “  სასოფლო -სამეურნეო ტექნიკა - ტრაქტორი გადასცა

JoomShaper