BTEC-ის საერთაშორისო დიპლომების გადაცემა

BTEC-ის საერთაშორისო დიპლომების გადაცემაგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე, პროფესიული კოლეჯის - „სპექტრი“ წარმომადგენლებს შეხვდა და კოლეჯის რამდენიმე კურსდამთავრებულს BTEC-ის საერთაშორისო დიპლომები გადასცა.

საზოგადოებრივმა კოლეჯმა „სპექტრმა“ 2016 წელს მონაწილეობა მიიღო, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA) მიერ დაფინანსებული პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) საგრანტო კონკურსში , რომელში გამარჯვების შედეგად 2017 წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ბრიტანული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის (Pearson Education Limited) ავტორიზაცია გაიარა , რის საფუძველზეც 2017 წლის შემოდგომიდან კოლეჯი ახორციელებს სწავლებას ბრიტანეთის ტექნიკკური და ეკონომიკური საბჭოს (BTEC) საერთაშორისო აღიარების 7 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე:

                                           1.   შემდუღებელი

	საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია შედუღებაში

      სწავლის ხანგრძლივობა: ქართულენოვანი სტუდენტებისათვის 6.3  თვე; 
                                                    არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის 8.6  თვე.

                                               2  შემდუღებელი
საშუალო  პროფესიული კვალიფიკაცია შედუღებაში

 სწავლის ხანგრძლივობა: ქართულენოვანი სტუდენტებისათვის 14 თვე; 
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის 19  თვე.

                                            3.      ელექტროობა

	  საბაზო  პროფესიული  კვალიფიკაცია ელექტროობაში
                სწავლის ხანგრძლივობა:  ქართულენოვანი სტუდენტებისათვის 9  თვე; 
                                                              არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის 11 თვე.
                                                              4.     ელექტროობა
	  საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ელექტროობაში
                    სწავლის ხანგრძლივობა:    ქართულენოვანი სტუდენტებისათვის 11  თვე; 
 არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის 16 თვე.






                                                        5.     ჰაერის კონდიცირება

	საშუალო  პროფესიული კვალიფიკაცია ჰაერის კონდიცირებაში
            სწავლის ხანგრძლივობა:       ქართულენოვანი სტუდენტებისათვის   8.6  თვე; 
                                                               არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის 13 თვე.


  6.      წყალარინების სისტემები

	საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია წყალარინების სისტემების ექსპლუატაციაში

             სწავლის ხანგრძლივობა:    ქართულენოვანი სტუდენტებისათვის 8.4  თვე; 
                                                              არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის 13 თვე.

                                                       7. წყალმომარაგების სისტემები
	საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია წყალმომარაგების სისტემების ექსპლუატაციაში

               სწავლის ხანგრძლივობა:   ქართულენოვანი სტუდენტებისათვის 8.6  თვე; 
                                                               არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის 13.3   თვე.


სწავლის დასრულების შემდგომ წარმატებულ კურსდამთავრებულებს 130- მდე ქვეყანაში აღიარებული BTEC-ის საერთაშორისო დიპლომები გადაეცემათ.

BTEC-ის საერთაშორისო დიპლომების გადაცემა

BTEC-ის საერთაშორისო დიპლომების გადაცემა

BTEC-ის საერთაშორისო დიპლომების გადაცემა

BTEC-ის საერთაშორისო დიპლომების გადაცემა

JoomShaper