სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენლები „სპექტრში“

სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენლები „სპექტრში“საზოგადოებრივ კოლეჯს „სპექტრი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი 22 მარტს სტუმრობდნენ.

შეხვედრას კოლეჯის პარტნიორი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სტუმრებმა დაათვალიერეს კოლეჯის სასწავლო გარემო და შემდეგი სახელოსნო -ლაბორატორიები.

  • შედუღების სასწავლო-სახელოსნო
  • ენერგეტიკის სასწავლო-ლაბორატორია
  • კომპანია „ ნოვას „ ბრენდირებული სასწავლო-ლაბორატორია
  • სამშენებლო და სარემონტო მასალების მარკეტი ”კუბიკის”-ა და გერმანული ბრენდის Vaillant-ის
    თერმოინდუსტრიის ლაბორატორია
  • ჰაერის კონდიცირების ლაბორატორია
  • ასევე მოინახულეს დურგლის სასწავლო -სამეწარმეო ლაბორატორიისთვის განკუთვნილი შენობა ნაგებობა.
“ეს არის ზუსტად ისეთი ტიპის სასწავლებელი, რომელიც სრულ თანხვედრაშია ჩვენი პროფესიული გადამზადების სტრატეგიასთან და პროგრამასთან. სასწავლებელს აქვს 1200 კაცამდე ერთდროულად მომზადების შესაძლებლობა, მათ შორის ელექტრიკოსების, შემდუღებლების, დურგლებისა და სხვა პროფესიებში, მაგრამ, რა თქმა უნდა, გვაქვს მისი გაფართოებისა და მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდის სურვილი“, - განაცხადა კოლეჯში სტუმრობისას გიორგი ქობულიამ.

შეხვედრის დასასრულს კოლეჯი „სპექტრისა და შპს „სანდო“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია პროფესიული განათლების განვითარება , დასაქმების ხელშეწყობა და შრომის ბაზრის უზრუნვლეყოფა კვალიფიციიური /პროფესიული კადრებით.

სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენლები „სპექტრში“

სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენლები „სპექტრში“

სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენლები „სპექტრში“

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper