წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღე „სპექტრში“

წიგნის საჯარო  კითხვის მსოფლიო დღე  „სპექტრში“წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კოლეჯში "სპექტრი" ა.წ. 8 თებერვალს, მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავჯდომარეს თემურ ჩალაბაშვილს უმასპინძლეს.

ღონისძიებას კოლეჯის მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.
მწერალმა საღამო ახალგაზრდების მიმართვით გახსნა, ისაუბრა ოჯახის ღირებულებებზე, თაობათა შორის ურთიერთობებზე, სახელობო განათლებასა და მის მნიშვნელობაზე .
-- 8 თებერვალი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოში, წმიდა მეფე დავით აღმაშენებელის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების დღე .
ორი დღესასწაულია და ალბათ დავითის მადლით გავიხარე დღეს მე . 
თურმე არც ისე ცუდად გვქონია საქმე და ქვეყანაში კარგი ამბებიც ხდება .
ასეთი კარგი ამბის სიხარული მაქვს ახლა ამ კოლეჯში ყოფნისას ,აქ სტუდენტს საშუალება აქვს თანამედროვე ,უახლესი სტანდარტების გათვალისწინებით დაეუფლოს სხვადასხვა ხელობას და პროფესიას. ეს კარგი შესაძლებლობაა წარმატებისთვის.
მსგავსი ხელშეწყობა ჩვენ დროს არ იყო. მიხარია და ხშირად მოვალ, ჩემს მეგობრებთან ,კოლეგებთან, ახალგაზრდებთან ერთად.- განაცხადა პოეტმა.
დამსწრე საზოგადოებამ ხელოვანის არა ერთი ლექსი და ისტორია მოისმინა .
ღონისძიების დასასრულს 
კოლეჯში მიღებული გადაწყვეტილებით , მწერალს , პოეტს და პროფესიული განათლების ქომაგს ბატონ თემურ ჩალაბაშვილს საზეიმო ვითარებაში პროფესიული განათლების ელჩის სტატუსი მიენიჭა.
კოლეჯი „სპექტრის“ დირექტორის მათე ტაკიძის ინიციატივით, აღნიშნული ჯილდოს გადაცემამ ტრადიციული სახე მიიღო და მომავალში არაერთი ქომაგი შეემატება პროფესიულ განათლებას.
დღემდე პროფესიული განათლების ელჩის სტატუსს ატარებენ:
გიორგი კეკელიძე - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი,პოეტი, პროზაიკოსი ,მწერალი
დავით არჩვაძე - მუსიკოსი 
შოთა ხაბარელი - საქართველოს პარლამენტის წევრი, სპორტის დამსახურებული ოსტატი
ჯემალ ხუხაშვილი- სპორტული კომენტატორი, თბილისის საპატიო მოქალაქე.
2019 წლის 8 თებერვლიდან პროფესიული განათლების ელჩის სტატუსი მიენიჭა თემურ ჩალაბაშვილს.
#თემურ_ჩალაბაშვილი
მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი
თეიმურაზ ჩალაბაშვილი 
დაბადების თარიღი: 12 ნოემბერი, 1952
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი ძველი ანაგა, სიღნაღის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1976 წელს.
იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი.
მუშაობდა გამომცემლობის სახელმწიფო კომიტეტში უფროს რედაქტორად, გამომცემლობა ''მერანი"-ს განყოფილების გამგედ.
წყარო: city.kvira.ge
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
• საქართველოს მწერალთა კავშირი, თავმჯდომარე (2018-)
• საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
• 2018 - თბილისის საპატიო მოქალაქე
.*2019წ - პროფესიული განათლების ელჩი

წიგნის საჯარო  კითხვის მსოფლიო დღე  „სპექტრში“

წიგნის საჯარო  კითხვის მსოფლიო დღე  „სპექტრში“

წიგნის საჯარო  კითხვის მსოფლიო დღე  „სპექტრში“

JoomShaper