მადლიერების დღე „სპექტრში“

მადლიერების დღე „სპექტრში“21 დეკემბერს საზოგადოებრივ კოლეჯში "სპექტრი" მადლიერების დღე გაიმართა.

ღონისძიებაზე კოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ წლის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა, სადაც საზოგადოებრივი კოლეჯი ‘სპექტრი“-ს მუშაობის შედეგები კოლეჯის სტრატეგიულ მიზნებსა და სამოქმედო გეგმასთან მიმართებაში იყო განხილული.

2018 წელს პროფესიული განათლებისა და კოლეჯის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პარტნიორ კომპანიებს "სპექტრის" სახელით მადლობის ბარათები გადაეცათ.

ღონისძიების დასასრულს კოლეჯი სპექტრის მასწავლებლების მადლიერების გამოხატვამ შეკრებილ საზოგადოებაში საზეიმო განწყობა აამაღლა.

პედაგოგების ინიციატივით მადლიერების ბარათი ბატონ მათე ტაკიძეს მოულოდნელად თავად გადასცეს .

გულწრფელობა, საქმისადმი ერთგულება და შრომისმოყვარეობა ეს ის ღირებულებებია რომელიც კოლეჯის თანამშრომლებს და სტუდენტებს აერთიანებს.

მადლიერების დღე "სპექტრში" მუსიკალურად პროფესიული განათლების ელჩმა მუსიკოსმა დავით არჩვაძემ და საქართველოს ყრუთა კავშირთან არსებული ჟესტური ენის ანსამბლმა "ხელები ჩემი ხმაა"-.კოკა მუმლაძემ და ნინო დავითურმა გააფორმეს.

საზოგადოებრივი კოლეჯი "სპექტრი" მადლობას უხდის პარტნიორებს და პროფესიული განათლების ქომაგებს თანამშრომლობისა და თანადგომისთვის.

2019 წელი ჩვენი გუნდისთვის საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ახალი პროექტების დასაწყისია.

მადლიერების დღე „სპექტრში“

მადლიერების დღე „სპექტრში“

მადლიერების დღე „სპექტრში“

მადლიერების დღე „სპექტრში“

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper