პროფესიული განათლება წარმატებისთვის

პროფესიული განათლება წარმატებისთვისპროფესიული განათლების შესახებ ინფორმაციის გავრცელების და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ა.წ. 14 დეკემბერს, ხულოში საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრის“ და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

სიახლე პროფესიული განათლების კანონში;
დუალური პროფესიული განათლება ;
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგები;

პროფესიული განათლება როგორც დასაქმების რეალური შანსი და დასაქმებულთა ისტორიები მათ შორის პროფესიული ინკლუზიური განათლების სივრციდან - ეს იმ თემებისჩამონათვალია რაზეც საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრის „ დირექტორი მათე ტაკიძე მოწვეულ საზოგადოებას ესაუბრა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა თამაზ შავაძემ საზოგადოებას დუალური განათლების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით პროფესიულ საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს სავაჭრო -სამრეწველო პალატის ჩართულობა გააცნო.

კოლეჯი „სპექტრის“ მიერ ორგანიზებულ აღნიშნულ შეხვედრაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებისგან , ზოგადი ინფორმაცია მიიღეს იმ მიმდინარე პროექტებზე, რომლებიც ქვეყანაში და კერძოდ აჭარაში რეალურ სამუშაო ადგილებს ქმნიან და სხვადასხვა მიმართულების კვალიფიციურ სპეციალისტებს საჭიროებენ.

„როდესაც 2020 წლიდან ბაზარზე დავიწყებთ ოპერირებას ჩვენ დაგვჭირდება ასამდე ინჟინერი, რაც კომპანიას პრობლემის წინაშე აყენებს, ვფიქრობთ როგორ შეიძლება ხულოში ,ქედაში, შუახევში, ხელვაჩაურში ზოგადად აჭარაში ადგილობრივი კადრების პოვნა?, რა არის შემდეგი ნაბიჯი, როგორ მოვიძოთ ადგილობრივი კვალიფიციური კადრები - როგორ განივითარონ მათ ახალი უნარები, რათა უფრო ადვილად იპოვონ სამუშაო ადგილი კონკურენტულ ბაზარზე.

- მიმდინარე პროცესი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მომავალში ეს ხალხი იქნება ის ვინც ამ პროექტს ჩაიბარებს .

ამ მოცემულობიდან გამომდინარე ვთლით, რომ აუცილებელია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობა“ - განაცხადა შეხვედრაზე კომპანიის ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიწის და სოციალურ საკითხთა დირექტორმა ზვიად დიასამიძემ.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ პროექტის „პროფესიული განათლება წარმატებისთვის „ ფარგლებში რომელიც პროფესიული განათლების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას გულისხმობს საქართველოს მაშტაბით საინფორმაციო შეხვედრებს სისტემატიურად მართავს .

პროფესიული განათლება წარმატებისთვის

პროფესიული განათლება წარმატებისთვის

პროფესიული განათლება წარმატებისთვის

JoomShaper