ტრენინგი მასწავლებლებისთვის -"დუალური განათლება"

ტრენინგი მასწავლებლებისთვის -'დუალური განათლება'"როცა ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოში დუალურ განათლებაზე აქ არის საუბარი ქართულ გადაწყვეტაზე, ქართულ მიდგომებზე, როგორ შეიძლება საქართველოში განვითარდეს დუალური განათლება არსებული რეალობის გათვალისწინებით"/იოხემ თაისი/

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეტ კავკასიში , საქართველოს კომპონენტის მენეჯერი (GIZ PSD TVET # # # საზოგადოებრივ კოლეჯში "სპექტრი" ა.წ. 29 ნოემბერს, კომპანიებში დასაქმებული ინსტრუქტორებისა და პროფესიული განათლების მასწავლებლების ტრენინგი - "დუალური განათლება საქართველოს სამშენებლო სექტორში" - ჩატარდა.

ღონისძიებას პროფესიული განათლების მასწავლებლები, კომპანიებში დასაქმებული ინსტრუქტორები და საქართველოს სავაჭრო -სამრეწველო პალატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ .

პროფესიული განათლება ბევრ ქვეყანაში პერსონალური , ეკონომიკური შესაძლებლობებისა და უნარების განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

საქართველოში პროფესიული განათლების განვითარება დღეს ერთერთი პრიორიტეტი გახდა.

ამ პროცესის მნიშვნელოვანი სეგმენტი სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეთოდია, რომელიც ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას აერთიანებს .

სწავლა ორ სხვადასხვა გარემოში როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებაში ,ისე რეალურ სამუშაო სივრცეში სტუდენტს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, ტექნიკურ და სოციალურ უნარებს სძენს , არამედ ამ უნარების პრაქტიკაში გამოყენებას ასწავლის.

პროფესიული განათლება და კარგად აწყობილი დუალური პროფესიული განათლების სისტემა შემდეგ ამოცანებს მოიცავს :

✅ ეკონომიკური ამოცანები : პროდუქტიულობა, კონკურენტუნარიანობა და ხარისხი;

✅ სოციალური ამოცანები : განათლება და სოციალური ინტეგრაცია

✅ ინდივიდუალური ამოცანები : დასაქმება ,შემოსავალი,მობილურობა,პერსონალური განვითარება და კარიერა. დუალური პროფესიული განათლების სიკეთე:

ის კომპანიები სადაც სტუდენტის პროფესიული სწავლება ხორციელდება, უზრუნველყოფენ სწავლების განხორციელებას საწარმოში და პროფესიულ სტუდენტებს ანაზღაურებას უხდიან. სახელმწიფო კი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს აფინანსებს... სწორედ წინამდებარე საკითხებზე იყო მსჯელობა აღნიშნულ ტრენინგზე , რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია.

ტრენინგის ორგანიზატორია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება(giz) რომელსაც 50- წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს სხვადასხვა სფეროში მათშორის ეკონომიკური განვითარებისა და დასაქმების, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით.

შეგახსენებთ , რომ საზოგადოებრივი კოლეჯი "სპექტრი" ჩართულია და აქტიურად მონაწილეობს საქართველოში დუალური განათლების დანერგვისა და განვითარების პროცესში.

 

ტრენინგი მასწავლებლებისთვის -'დუალური განათლება'

ტრენინგი მასწავლებლებისთვის -'დუალური განათლება'

ტრენინგი მასწავლებლებისთვის -'დუალური განათლება'

ტრენინგი მასწავლებლებისთვის -'დუალური განათლება'

ტრენინგი მასწავლებლებისთვის -'დუალური განათლება'

ტრენინგი მასწავლებლებისთვის -'დუალური განათლება'

JoomShaper